"ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №733

1998 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

"ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინების თანახმად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადდეს:

ა) "ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის ტერიტორიაზე ძეგლად აღნუსხულ ბაღ-პარკის ფარგლებში განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა;

ბ) ვარციხის სამთავრობო რეზიდენცია და მისი მიმდებარე ტერიტორია;

გ) ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია და მისი მიმდებარე ტერიტორია;

დ) კულტურის ძეგლად აღრიცხულ ალექსანდრე ჭავჭავაძის პარკისა და სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არესებული სამთავრობო რეზიდენციის შენობა-ნაგებობანი და ღვინის ქარხანა.

2. ძეგლთა დაცვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დაამუშაოს სათანადო დოკუმენტაცია.

ე.შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის "ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი "ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1242272/