კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 04.02.1999
ძალის დაკარგვა 03.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5(12), 12/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 29.08.2007
დოკუმენტის ტექსტი
კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin-top:198.45pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:184.3pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 62.35pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №43
1999 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოზე გამავალ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის მარაგის მსოფლიო ბაზრებისაკენ ტრანსპორტირებაში. ამ ფუნქციის განხორციელება შესაძლებელია ახალი სატრანსპორტო მარშრუტებით, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღორძინებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებათ.
კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის მარაგის მსოფლიო ბაზრებისაკენ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების რეალიზაციისათვის ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი,კომისიის თავმჯდომარე
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს მდივანი
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
თეიმურაზ გიორგაძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
ალექსი გოცირიძე – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. კომისიამ:
ა) განიხილოს ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების ყველა პროექტი;
ბ) განსაზღვროს მოლაპარაკების წარმართვისათვის საჭირო სტრატეგიისა და სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
გ) განსაზღვროს პროექტების პოლიტიკური, სტრატეგიული და რეგიონალური მნიშვნელობა.
3. მოლაპარაკებას უცხოელ პარტნიორებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ნავთობის მილსადენებით ტრანსპორტირებისა და ამასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების საკითხებზე აწარმოებს სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც შესაბამის დასკვნებს სათანადო სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებით წარუდგენს კომისიას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
4. მომავალი ნავთობსადენების ზუსტი მარშრუტების განსაზღვრის, აგრეთვე მილსადენების პროექტების განვითარების ოპტიმიზაციის საჭიროებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული მილსადენებით ნავთობის ტრანსპორტირების პროექტების განვითარების კოორდინირებული გენერალური გეგმის შემუშავება, მისი საჭიროებისამებრ განახლება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
5. საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ მოახდინოს ნავთობსადენებისა და მათთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებით დაინტერესებული ნავთობკომპანიებისა და სხვა მხარეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებისა და დოკუმენტაციის ექსპერტიზა, აგრეთვე ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, რომელთა საფუძველზეც შეიმუშაოს ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული გეგმა.
6. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა ნავთობსადენების და მათთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების ყველა ლიცენზია (ნებართვა) უნდა გასცენ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული გეგმის შესაბამისად.
7. საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა და შესაბამისმა სამსახურებმა აღმოუჩინონ კომისიას სათანადო დახმარება.
8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 თებერვლის №45 განკარგულება „კასპიის აუზის ნავთობის და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ“.
ე. შევარდნაძე