„საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№499
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.08.002.004.492
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 03/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №499

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატების სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №57 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის დამტკიცებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №430 ბრძანებულება;         

გ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან უწყებათაშორისი საგანგებო ენერგეტიკული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 იანვრის №53 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მაისის №241 ბრძანებულება;

ე) „ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივლისის №351 ბრძანებულება;

ვ) „ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისიების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ივნისის №394 ბრძანებულება;

ზ) „საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აგვისტოს №356 ბრძანებულება;

თ) „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;

ი) „კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულება;

კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულება;

ლ) „ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №412 ბრძანებულება;

მ) ,,საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულება;

ნ) „თურქმენეთიდან 1995 წელს ბუნებრივი აირის მიწოდებით წარმოქმნილი სასაქონლო დავალიანების დაფარვის დროებითი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 15 თებერვლის №171 ბრძანებულება;

ო) „საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №358 ბრძანებულება;

პ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში 1997 წლის 1 სექტემბერს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 სექტემბრის №500 ბრძანებულება;

ჟ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან უწყებათაშორისი საგანგებო ენერგეტიკული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 იანვრის №53 ბრძანებულება;

რ) „ეროვნული უშიშროების საბჭოსთან საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისიის შექმნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 7 ივნისის №367 ბრძანებულება;

ს) „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 მაისის №179 ბრძანებულება;

ტ) „საყოფაცხოვრებო სადგომების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებულება;

უ) „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 15 აგვისტოს №255 ბრძანებულება;

ფ) „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემმუშავებელი კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №100 ბრძანებულება;

ქ) „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პირველ ეტაპზე მოსახლეობისათვის სახელმწიფო დახმარების გაფართოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 4 ნოემბრის №464 ბრძანებულება;

ღ) „თბილისში ბავშვთა გულის ქირურგიის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 29 ოქტომბრის №447 ბრძანებულება;

ყ) „საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო განათლების ორგანიზების 75-ე და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსების 65-ე წლისთავის საიუბილეო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 სექტემბრის №373 ბრძანებულება;

შ) „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 სექტემბრის №351 ბრძანებულება;

ჩ) „საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 ივლისის №269 ბრძანებულება;

ც) „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 დეკემბრის №400 ბრძანებულება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 29.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №499. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.000.08.002.004.492.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 4 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №499, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.004.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101242/