„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№255
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.05.002.002.000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 06/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 10 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (10)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №255

2004 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №281 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 იანვრის №21 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის პირველი დეკემბრის №703 ბრძანებულება;

ე) „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულება;

ვ) „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 ნოემბრის №553 ბრძანებულება;

ზ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მარტის №198 ბრძანებულება;

თ) „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №202 ბრძანებულება;

ი) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულება;

კ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულება;

ლ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულება;

მ) „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულება;

ნ) „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის №605 ბრძანებულება;

ო) „საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 დეკემბრის №541 ბრძანებულება;

პ) „საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულება;

ჟ) „საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულება;

რ) „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულება;

ს) „საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის №678 ბრძანებულება;

ტ) „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულება;

უ) „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულება;

ფ) „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულება;

ქ) „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულება;

ღ) „საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №518 ბრძანებულება;

ყ) „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულება;

შ) „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულება;

ჩ) „საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულება;

ც) „საქართველოს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №94 ბრძანებულების პირველი პუნქტი და თანდართული ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება;

ძ) „საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 ოქტომბრის №473 ბრძანებულება;

წ) „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულება;

ჭ) „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულება;

ხ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულება.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”?
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” მიღებულია 05.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.000.05.002.002.000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 10 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”, №255, 05.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.05.002.002.000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35602/