„ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-224
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.032.009.702
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 25/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 23 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (20)

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (3)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.009.702

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-224

2006 წლის 14 დეკემბერი

 ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-216 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 3 აგვისტოს №2-181 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ,,საქმინხილწყალთან“ არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის დებულებების დამტკიცების თაობაზე“;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 ივლისის №2-172 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციის და მისი ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“;

დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №2-152 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 21 აპრილის №2-108 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2004 წლის 11 მაისის №2-68 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 14 ნოემბრის №2-288 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ კვების მრეწველობის დარგებში გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსთის მინისტრის 2003 წლის 31 ოქტომბრის №2-280 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“;

ი) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 19 ივნისის №2-88 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

კ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 მაისის №2-82 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ“;

ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 30 ნოემბრის №2-196 ბრძანება ,,სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“;

მ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №2-13 ბრძანება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ნედლეულის) ხარისხის /უსაფრთხოების/ კონტროლის განხორციელების ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა შესახებ“;

ნ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000წლის 14 ნოემბრის №2-261 ბრძანება ,,საქართველოში პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების და ზრდის რეგულატორების) სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტი-ზის და რეგისტრაციის დებულების“ დამტკიცების შესახებ“;

ო) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 9 თებერვლის №2-17 ბრძანება „საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრის – ,,საქჯიშ-ცენტრის“ შექმნის შესახებ“;

პ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 9 თებერვლის №2-18 ბრძანება „საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრში – ,,საქჯიშ-ცენტრში“ წარდგენილი მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის და გასავრცელებლად დაშვების საფასურის გადახდის წესის შესახებ“;

ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №2-260 ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

რ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 თებერვლის №2-13 ბრძანება „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს უკანონო წარმოებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ს) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 თებერვლის №2-14 ბრძანება „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში გასაცემი სალიცენზიო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ტ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 17 აგვისტოს №2-191 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს და ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

უ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის პირველი დეკემბრის №2-295 ბრძანება ,,სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ფ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 14 ნოემბრის №2-188 ბრძანება ,,სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ქ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 23 მარტის №2-40 ბრძანება ,,მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;

ღ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 21 სექტემბერის №2-407 ბრძანება ,,სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომ-სახურების გადასახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“;

ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 13 სექტემბრის №2-124 ბრძანება ,,კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2006.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"?
„ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" მიღებულია 14.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-224. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.032.009.702.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 23 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ", №2-224, 14.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.009.702 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68188/