საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.488
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-152
2005 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-3 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ვეტერინარიის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ნ. სარჯველაძემ.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.
მ. სვიმონიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ვეტერინარიის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარულ პოლიტიკას ვეტერინარიის დარგში, ვეტერინარულ-სანიტარიულ საზედამხედველო და სახელმწიფო ვეტერინარულ ინსპექტორულ კონტროლს.
2. დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, ანგარიში ხაზინაში და კომერციულ ბანკებში.
4. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტი:
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტს გადაეცემა სახელმწიფო ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
7. დეპარტამენტის კომპეტენცია დადგენილია კანონით ან კანონის საფუძველზე – კანონქვემდებარე აქტებით. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომელიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონების, სხვა კანონების, კანონქვემდებარე აქტების, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
9. ,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დეპარტამენტში იქმნება ,,მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭო” და ,,ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭო”.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის მიზნები
დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის მიზნებია:
ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა;
ბ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანისათვის საერთო სნეულებებისაგან;
გ) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის შემოტანისაგან;
დ) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა;
ე) ცხოველთა დაკვლაზე, მეცხოველეობის პროდუქტების დამზადებაზე, გადამუშავებასა და შენახვაზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;
ვ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;
ზ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოებაზე და ხარისხზე კონტროლი;
თ) ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიოფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) და სახელმწიფო ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;
ი) ვეტერინარულ ლაბორატორიული კვლევის ჩატარება;
კ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის ორგანიზება;
ლ) ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება;
მ) ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტიმპორტზე, ტრანზიტსა და რეექსპორტზე ვეტერინარული ნებართვის გაცემა;
ნ) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელის შემოტანა გავრცელების აღმკვეთ ღონისძიებების გატარებაზე კონტროლის დაწესება;
ო) ვეტერინარიის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობა;
პ) საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების, რაიონული და საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების წარდგინების საფუძველზე ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების ლოკალიზაციის მიზნით ქალაქის, რაიონის, მმართველობითი ორგანოების მიერ დაწესებული კარანტინის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ჟ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
რ) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარულ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვების და სასმელი წყლის ექსპერტიზა და ვეტერინარული კეთილსაიმედობის განსაზღვრა;
ს) ,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული სამსახურების კოორდინაცია და ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი;
ტ) ცხოველთა გადამდები სნეულებების, ინფექციის გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, ვეტერინარიის სფეროში მოქმედი კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმებისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით საქართველოს ადმი-ნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება;
ფ) ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის შესანარჩუნებლად პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა. იმ სნეულებათა ნუსხის დამტკიცება, რომელთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით, ბიუჯეტის ხარჯზე;
ქ) ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შექმნილი ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მქონე ვეტერინარული სამსახურების ლიცენზირება;
ღ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო გასასვლელებში სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება;
ყ) ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების მიმართ დამცავი ზონის შექმნის მიზნით პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი;
შ) სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული სამსახურების მიერ გატარებულ სამკურნალო პროფილაქტიკური და ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებაზე ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი;
ჩ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისა და მათ გადასაზიდ საშუალებებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა და კონტროლი.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები
დეპარტამენტის უფლება-მოვალეობებია:
ა) ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანტროპონოზური და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება, შესრულების კონტროლი;
ბ) ვეტერინარიის სფეროში პერსპექტიულ, პრობლემურ და საგანგებო საკითხებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წინადადებების შეტანა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების, დეპარტამენტის სტრუქტურის ქალაქების, რაიონების ვეტერინარული სამსახურებისათვის ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმების განხილვა-დამტკიცება;
დ) სამამულო ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, სხვა ვეტერინარული საშუალებების, ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების გამოყენებაზე კონტროლის დაწესება;
ე) საკარანტინო-შემზღუდავი და სხვა სპეციალური პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება-დამტკიცება, შესრულების კონტროლი;
ვ) ვეტერინარულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის, ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
ზ) იმ უფლებამოსილებათა განხორციელება, რომელიც ენიჭება დეპარტამენტს ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, მათ შორის ერთი საფინანსო-ეკონომიკურ დარგში.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.
4. ფუნქციების განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის საქმიანობაზე ანგარიშვალდებული და პასუხიმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარესთან.
7. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებები სავალდებულოა შესასრულებლად დეპარტამენტის მთელი სისტემისათვის.
8. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით.
9. დეპარტამენტის ფუნქციები, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ნაწილდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებზე, სამმართველოებზე, განყოფილებებზე და თითოეულ თანამშრომელზე.
10. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის, კანონქვემდებარე აქტებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;
ბ) წარმართავს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების თანამდებობის პირებზე და მათ საქმიანობაზე;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;
ე) ითანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს;
ვ) შეაქვს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან წლიური ბიუჯეტის, შემოსავლების და გასავლების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ასიგნაციების გამოყოფის თაობაზე. იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) უზრუნველყოფს ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შესრულებას;
თ) პერიოდულად ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობაზე;
ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის, ვეტერინარიის სფეროში მოქმედი სხვა კანონების, ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვეტერინარული ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად ორგანიზაციას უკეთებს კერძო (მიუხედავათ მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა) ვეტერინარული სამსახურების საქმიანობას, ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას და ვეტინსპექტორულ კონტროლს;
კ) საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშ გადამდებ სნეულებებთან ბრძოლის და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებზე, ამზადებს საკითხს მთავრობის სხდომაზე განსახილველად და წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს მოადგილეების, აპარატისა და სტრუქტურული დანაყოფების აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებს, ნორმატიულ აქტებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებს და დეპარტამენტის თავმჯდომარის _ საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტე-რინარი ინსპექტორის ინდივიდუალური ხასიათის აქტებს;
ნ) დებს ხელშეკრულებებს და გასცემს მინდობილობებს კანონით განსაზღვრული წესით;
ო) წარმომადგენლობს დეპარტამენტს ქვეყნაში და მის საზღვრებს გარეთ.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სნეულებების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაციის სამმართველო მასში შემავალი ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაციისა და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაციის განყოფილებებით, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული ეპიზოოტიის საწინააღმდეგო და სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი;
ბ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული მეცხოველეობის პროდუქტ-ნედლეულის გადამუშავებაზე, შენახვაზე, ქვეყნის შიგნით გადაზიდვასა და რეალიზაციაზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება და ვეტერინარულ ინსპექტორული კონტროლი;
გ) ნებართვების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტსა და რეექსპორტზე ნებართვების გაცემა და ვეტერინარული ობიექტების ლიცენზირება;
დ) სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტსა და რეექსპორტზე ვეტერინარულ ინსპექტორული კონტროლი;
ე) იურიდიული და ვეროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო მასში შემავალი იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის განყოფილებებით, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ვეტერინარიის სფეროში შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, საინფორმაციო უზრუნველყოფა, შიდა კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამუშაოების წარმართვა;
ვ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა სამამულო და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაცევტული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლის განხორციელება;
ზ) ადმინისტრაციული სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისათვის და სტრუქტურის ტერიტორიული ერთეულებისათვის ტექნიკური და სამეურნეო მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერ-თობის, საკანცელარიო და საკადრო საკითხების განხორციელება;
თ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი სტრუქტურის სამსახურების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანი წარმოების უზრუნველყოფა;
ი) ბუღალტერია, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი სტრუქტურის სამსახურების ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია, საბიუჯეტო სახსრებისა და ხარჯთა ნუსხების შესრულების ოპერაციების წარმართვა და თანხების მიზნობრივად ხარჯვის განხორციელება.
2. დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულები:
ა) ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ცენტრალური ლაბორატორია, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ქვეყანაში ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ლაბორატორიული კვლევების განხორციელება, მეცხოველეობის პროდუქციისა და ნედლეულის ვეტერინარული კეთილსაიმედობის განსაზღვრა, ცხოველთა საკვების და ნედლეულის ექსპერტიზა, ვეტერინარული, ბიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და სხვა გამოკვლევების წარმართვა და შესაბამისი დასკვნის გაცემა. მობილური რეაგირების ჯგუფის მეშვეობით დაავადების გაჩენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ამბროლაურის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, დუშეთის, მარნეულის, ოზურგეთის რეგიონალური ვეტერინარული ლაბორატორიები, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა რეგიონებში ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ლაბორატორიული კვლევების განხორციელება, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის ვეტერინარული კეთილსაიმედობის განსაზღვრა, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის ექსპერტიზა, მიკრობიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და სხვა გამოკვლევების წარმართვა და შესაბამისი დასკვნის გაცემა. მობილური რეაგირების ჯგუფების მეშვეობით დაავადებების გაჩენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო ტერმინალებში ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებები, რომელთა ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო ტერმინალებში სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტ-ნედლეულის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება;
დ) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციები ქალაქებსა და რაიონებში, რომელთა ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ქალაქებსა და რაიონებში ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობისა და სახელმწიფო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
1. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
1. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას და საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.