ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1679-2015 შპს "ზუგდიდის საწარმოო კომბინატი" - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1679-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1679-2015

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი:  შპს ,,ზუგდიდის საწარმოო კომბინატი’

 (ს/კ 219982311).

დირექტორი:  შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი :  ბიძინა ჩიკვილაძე

 

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ზუგდიდის საწარმოო კომბინატის’’ (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის” (ს/ნ 219982311) სახელით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი” წარმოადგენს 100% შპს „რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში, მოძრავი ქონება არ ერიცხება, ხოლო რაც შეეხება უძრავ ქონებას, როგორც სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 7 სექტემბრის №219095 წერილიდან ირკვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, მისამართით „ზუგდიდი, სოფელი ინგირი“, რომლის საარქივო მასალაში, შესაბამის გრაფაში (მესაკუთრე/მოსარგებლეთა სია) მითითებულია „ინგირის აგროსამრეწველო კომბინატი“ (I და II რაიონი) – საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხვის თარიღი დაფიქსირებული არ არის. I გენ-გეგმა: შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართი: №1-155 კვ.მ. №2-61 კვ.მ. N3-61 კვ.მ. №4-61 კვ.მ. №5-61 კვ.მ. №6-135 კვ.მ. ასევე ,დატანილია დამხმარე ნაგებობები ფართის მითითების გარეშე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია (განაშენიანების ფართი) – 7717 კვ.მ. II გენ-გეგმა: შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართი: №1-78 კვ.მ. №2-76 კვ.მ. №3-75 კვ.მ. №4-75 კვ.მ. №5-75 კვ.მ. №6-75 კვ.მ. №7-61,5 კვ.მ. №8-61,5 კვ.მ. №9-61,5 კვ.მ. №10-61,5 კვ.მ. №11-75 კვ.მ. №12-75 კვ.მ. №13-78 კვ.მ. №14-16 კვ.მ. №15-10 კვ.მ. №16-9,6 კვ.მ. ასევე, დატანილია დამხმარე ნაგებობები ფართის მითითების გარეშე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია (განაშენიანების ფართი) – 21049 კვ.მ. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია კიდევ ერთი უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით „ზუგდიდი, სოფელი ინგირი“, რომლის საარქივო მასალაში, შესაბამის გრაფაში (მესაკუთრე/მოსარგებლეთა სია) მითითებულია “ინგირის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატი” – საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხვის თარიღი დაფიქსირებული არ არის. გენ-გეგმაზე წარმოდგენილია შემდეგი შენობა-ნაგებობები: მზა პროდუქტების საწყობი – 1081 კვ.მ. ჩაის მიმღები პუნქტი – 6244,3 კვ.მ. ადმინისტრაციული შენობა – 722,6 კვ.მ. საგუშაგო ჯიხური – 13,6კვ.მ. საყუთე სახელოსნო – 113,4 კვ.მ. წყალსაქაჩი – 39,6 კვ.მ. საქვქბე – 70 კვ.მ. მაზუთის მიმღები საწყობი – 38 კვ.მ. სახელოსნო – 361,1 კვ.მ. საპირფარეშო – 2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია – 44148 კვ.მ. თუმცა, როგორც შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის” 1997 წლის წესდებით ირკვევა, არც „ინგირის აგროსამრეწველო კომბინატი“ და არც „ინგირის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატი” არ წარმოადგენს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის“ სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას, ვინაიდან საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი „ცეკავშირი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი“ შემდგომში – საზოგადოება, შეიქმნა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი ცეკავშირის ზუგდიდის საწარმოო კომბინატის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად რეორგანიზაციის ბაზაზე. შესაბამისად, შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი” (ს/ნ 219982311) არ ფლობს არც უძრავ ქონებას.

შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს” (ს/ნ 219982311) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს – 7 917.68 (შვიდი ათას ცხრაას ჩვიდმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარს.

შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს” (ს/ნ 219982311) დებიტორული დავალიანება არ ერიცხება.

შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს” (ს/ნ 219982311) ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში” და სს „საქართველოს ბანკში”. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ”ზუგდიდის საწარმოო კომბინატის” გაკოტრებას.

   სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

   ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

  საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (წერილები საჯარო რეესტრიდან და ცნობა სსიპ – მომსახურების სააგენტოდან). საბანკო ანგარიშზე და სალაროში კომპანიას თანხა არ ერიცხება (ცნობა საბანკო ანგარიშიდან). არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ამავდროულად კომპანიას აქვს უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 7 917.68 ლარი.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

  სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის” (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

    მოსამართლე                                                                                         გენადი მაკარიძე