შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1679-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №2/1679-15

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 11 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი : შპს ,,ზუგდიდის საწარმოო კომბინატი’

 (ს/კ 219982311).

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ზუგდიდის საწარმოო კომბინატის’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

                                                                    გამოარკვია:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის” (ს/ნ 219982311) სახელით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი” წარმოადგენს, 100% შპს „რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში, მოძრავი ქონება არ ერიცხება, ხოლო რაც შეეხება უძრავ ქონებას, როგორც სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 07 სექტემბრის №219095 წერილიდან ირკვევა , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, მისამართით „ზუგდიდი, სოფელი ინგირი“, რომლის საარქივო მასალაში, შესაბამის გრაფაში (მესაკუთრე/მოსარგებლეთა სია) მითითებულია „ინგირის აგროსამრეწველო კომბინატი“ (I და II რაიონი) - საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხვის თარიღი დაფიქსირებული არ არის. I გენ-გეგმა: შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართი: №1-155 კვ.მ , N2-61 კვ.მ , №3-61 კვ.მ , №4-61 კვ.მ , №5-61 კვ.მ , №6-135 კვ.მ , ასევე დატანილია დამხმარე ნაგებობები ფართის მითითების გარეშე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია (განაშენიანების ფართი) – 7717 კვ.მ. II გენ-გეგმა: შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართი: №1-78 კვ.მ , №2-76 კვ.მ , №3-75 კვ.მ , №4-75 კვ.მ , №5-75 კვ.მ , №6-75 კვ.მ , №7-61,5 კვ.მ , №8-61,5 კვ.მ , №9-61,5 კვ.მ , №10-61,5 კვ.მ , №11-75 კვ.მ , №12-75 კვ.მ , №13-78 კვ.მ , №14-16 კვ.მ , №15-10 კვ.მ , №16-9,6 კვ.მ. ასევე დატანილია დამხმარე ნაგებობები ფართის მითითების გარეშე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია (განაშენიანების ფართი) – 21049 კვ.მ. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია კიდევ ერთი უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით „ზუგდიდი, სოფელი ინგირი“, რომლის საარქივო მასალაში, შესაბამის გრაფაში (მესაკუთრე/მოსარგებლეთა სია) მითითებულია „ინგირის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატი” – საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხვის თარიღი დაფიქსირებული არ არის. გენგეგმაზე წარმოდგენილია შემდეგი შენობა-ნაგებობები: მზა პროდუქტების საწყობი – 1081 კვ.მ. ჩაის მიმღები პუნქტი - 6244,3 კვ.მ. ადმინისტრაციული შენობა – 722,6 კვ.მ. საგუშაგო ჯიხური - 13,6კვ.მ. საყუთე სახელოსნო – 113,4 კვ.მ. წყალსაქაჩი – 39,6 კვ.მ. საქვქბე – 70 კვ.მ. მაზუთის მიმღები საწყობი – 38 კვ.მ. სახელოსნო - 361,1 კვ.მ. საპირფარეშო – 2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია – 44148 კვ.მ. თუმცა, როგორც შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის“ 1997 წლის წესდებით ირკვევა, არც „ინგირის აგროსამრეწველო კომბინატი“ და არც „ინგირის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატი” არ წარმოადგენს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის“ სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას, ვინაიდან საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატოვების ცენტრალური კავშირი „ცეკავშირი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი“ შემდგომში საზოგადოება, შეიქმნა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი „ცეკავშირის“ ზუგდიდის საწარმოო კომბინატის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად რეორგანიზაციის ბაზაზე. შესაბამისად, შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი” (ს/ნ 219982311) არ ფლობს არც უძრავ ქონებას.

 

შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს” (ს/ნ 219982311) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს – 7 917.68 (შვიდი ათას ცხრაას ჩვიდმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარს.

 

შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს” (ს/ნ 219982311) დებიტორული დავალიანება არ ერიცხება.

 

შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს” (ს/ნ 219982311) ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკიში“ და სს „საქართველოს ბანკიში“. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება.

 

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის” გაკოტრებას.

 

2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 06 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატი’’ (ს/ნ 219982311) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ზუგდიდის საწარმოო კომბინატის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                           გ. მაკარიძე