საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2002 ძალადაკარგული 14.12.2006
ნომერი
№2-82
სარეგისტრაციო კოდი
340170000.11(1).130.005322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 05/06/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.322

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-82

2002 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებისა და 1998 წლის 27 ივლისის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული კვების პროდუქტების ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2002 წლის 31 დეკემბრამდე.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. გრიგოლიას.

დ. კირვალიძე

კვების პროდუქტების ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფი

1. ქიმრეაქტივები და სხვა მასალები – 80 ლარი.

2. შრომის ანაზღაურება – 65 ლარი.

3. ანარიცხები დამქირავებლიდან (31 %) – 20 ლარი.

4. ზედნადები ხარჯები (ოფისის ხარჯები, კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტის ხარჯები, სამეურნეო დანიშნულების საკანცელარიო საქონლის შეძენა (30 %) – 49,5 ლარი.

5. მოგება ( 5 % ) – 10,7 ლარი.

6. დღგ (20 %) – 45 ლარი.

სულ – 270,0 ლარი.

 

 

 

კვების პროდუქტების ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფის კალკულაციის მუხლების გაშიფვრა

1. ქიმრეაქტივები და სხვა მასალები, სულ – 80 ლარი.

 მათ შორის:

 ქიმიური რეაქტივები – 15 ლარი.

 სუფთა ნივთიერებები – 20 ლარი.

 სტანდარტული ხსნარები – 20 ლარი.

 სტანდარტული ნიმუშები – 15 ლარი.

 სინჯარები, კოლბები და სხვა ლაბორატორიული ჭურჭელი – 10 ლარი.

2. შრომის ანაზღაურება, სულ 65 ლარი.

 მათ შორის:

 მთავარი სპეციალისტი (ქიმიკოსი), 5 კაც/დღე – 10 ლარი.

 მთავარი სპეციალისტი (მიკრობიოლოგი), 5 კაც/დღე – 10 ლარი.

 მთავარი სპეციალისტი (ტოქსიკოლოგი), 5 კაც/დღე – 10 ლარი.

 მთავარი სპეციალისტი (რადიოლოგი), 5 კაც/დღე – 10 ლარი.

 მთავარი სპეციალისტი (კონტამინინტოლოგი), 5 კაც/დღე – 10 ლარი.

 მთავარი სპეციალისტი (ხელსაწყოთა გამწყობი), 5კაც/დღე –10 ლარი.

 დამხმარე პერსონალი, 5 კაც/დღე – 5 ლარი.