საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.152
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
2000 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ
"სურსათისა და თამბაქოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-14 მუხლებისა და სურსათის სამინისტროს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:
1. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციამ (ბ-ნი გ. გეწაძე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოს ყველა სახის მარცვლეულისა და მათგან წარმოებული ფქვილის ხარისხის ინსპექტირება;
ბ) მოახდინოს მარცვალსაცავებისა და საწარმოო კორპუსების ჩაწმენდის აქტების განხილვა და მათი დამტკიცება;
გ) განახორციელოს მარცვლეულისა და ფქვილის ლაბორატორიულ-საანალიზო მომსახურება;
დ) ფასიანი მომსახურება განახორციელოს "ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით შემუშავებული "მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და სხვა შესაბამისი სამუშაოების ტარიფების შემუშავების მეთოდიკითა და სატარიფო განაკვეთებით" (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 23.12.1996 წ.);
ე) მიღებული შემოსავლების აკუმულირება მოახდინოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეცანგარიშზე;
ვ) შემოსავლების ხარჯვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. დაევალოს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციას (ბ-ნი გ. გეწაძე) წინამდებარე ბრძანება გაატაროს რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამიისტროში "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით და გამოაქვეყნოს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ნ. დუჩიძეს.
ბ. გულუა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 23.03.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-40. სარეგისტრაციო კოდი — 000000150.01(2).004.000152.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.12.2006-დან.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“, №2-40, 23.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).004.000152 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348787/