საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2000 ძალადაკარგული 29.08.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№356
სარეგისტრაციო კოდი
010220020.05.002.001872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 15/08/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №356

2000 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ

ეუთოს სტამბ უ ლის 1999 წლის სამიტზე მიღებული საქართველო-რუსეთის განცხადების დებულებათა რეალიზაციის მიზნით მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდის ოქმის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პროცესის ხელშესაწყობად და პრაქტიკული საკითხების ადგილზე გადასაწყვეტად:

1. ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტისა და საქართველო-რუსეთის ერთობლივი ოპერატიულ-ტექნიკური ჯგუფის ფორმირებისათვის შეიქმნას საქართველოს მხარის ოპერატიულ-ტექნიკური კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჯგუფის თავმჯდომარე

დიმიტრი აბესაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავ­ლების სამინისტროს საბაჟო დეპარტა­მენტის თავმჯდომარის მოადგილე

თეიმურაზ გრძელიძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე

თეიმურაზ ლორია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრუ­ლებელი

კორნელი სალია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

გუგული მაისურაძე – საქართველოს რკინიგზის დეპარტა­მენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ერიკ სვანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

თენგიზ შოშიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლევან ძნელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

2. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პროცესის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით მიენიჭოს კომისიას სათანადო უფლებამოსილება, რათა გადაჭრას საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების დროს წარმოქმნილი საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა პრობლემები.

3. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის უტილიზაციის უზრუნველსაყოფად საქართველოში ავტოსატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემოტანასთან, აგრეთვე მითითებული შეიარაღებისა და ქონების გატანასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო მოსაკრებლების, საგზაო ფონდისა და საბაჟო გადასახდელების გადახდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, ამ შეიარაღებისა და ქონების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისათვის საჭირო სამუშაოებისა და ექსპორტ-იმპორტის პროცედურების შეუფერხებლად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას შესაძლო ფინანსური პრობლემების გადაჭრა, შეიმუშაოს და განსაზღვროს წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების დაფარვის ფინანსური წყარო, წესი და კონკრეტული ვადები.

5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა უზრუნველყო ნ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების ქვეყნის ტერიტორიის გარეთ გატანისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიიდან გასატანი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების შეუფერხებელი გატარება სახელმწიფო საზღვარზე.

6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე