საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.03.2011 ძალადაკარგული 20.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№154
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.016189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110318023, 21/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №154

2011 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართ ვ ელოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მ . სააკაშვილი

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების/საკონსულო დაწესებულებების საკონსულო თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან ამ წესის შესაბამისად გასცენ ცნობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის (შემდეგში – საზღვარგარეთ მყოფი პირი) ნასამართლობის შესახებ (შემდეგში - ცნობა).

2. ეს წესი არ ვრცელდება სა ზ ღვარგარეთ მყოფ იმ პირზე, რომელიც ცნობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი ს ტროს მომსახურების სააგენტოს.

    მუხლი 2. ცნობის გაცემის უფლებამოსილება

1. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილი არიან მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე, გასცენ ცნობა.

2. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეცი ა ლური დაშვებით, უფლებამოსილი არიან, საზღვარგარეთ მყოფი პირის განც ხ ადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით მოიპოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და გასცენ ცნობა.

    მუხლი 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს სა გ არეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის/საკონსულო დაწესებულებებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას და მისი გამოყენებისათვის საჭირო სხვა პირობების შექმნას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის მონაცემთა ბაზის შეუფ ე რხებელ მუშაობას.

3. მონაცემთა ბაზის წვდომისა და გამოყენების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო სა ქ მეთა სამინისტროში, ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლობებში/საკო ნ სულო დაწესებულებებში წვდომისა და გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირებზე მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი პაროლის გაწერას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით აწვდის ინფორმაციას ახლად დანიშნული ან გათავისუფლებული საკონსულო თ ანამდებობის პირის თაობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი პაროლის გაწერას, არსებულის გაუქმებას და ს ა ქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებას.

5. მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ მონაცემები დიპლომატიურ წარმომადგენლობებს/საკონსულო დაწესებულებ ებ ს არ მიეწოდება.

    მუხლი 4. ცნობის გაცემა

1. საზღვარგარეთ მყოფი პირის (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირი ცნობას გასცემს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირი – ერთი თვის ვადაში.

2. ცნობის გაცემა რეგისტრირდება საზღვარგარეთ მყოფი პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების ა ღრ იცხვის ჟურნალში (დანართის შესაბამისად).

3. ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ან ინგლისურ ენაზე და მოწმდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ბეჭდით. ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) საზღვარგარეთ მყოფი პირის სახელსა და გვარს;

ბ) საზღვარგარეთ მყოფი პირის პირად ნომერს;

გ) ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას.

4. ამ წესის შესაბამისად ცნობის გაცემისათვის არ გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელები.

    მუხლი 5. ანგარიშგება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება ვალდებულია ყოველკვარტალურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული ცნობების შესახებ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

 

 

 

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის

დანართი

 

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დ აწესებულების დასახელება

 

საზღვარგარეთ მყოფი პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების აღრიცხვის

ჟურნალი

 

 

დაწყება ,, ––––“ –––––––––––––––––––––201 წ.

 

დამთავრება ,,––––“ –––––––––––––––––––––201 წ.

 

 

რიგითი

 

განცხადების მიღების თარიღი,

 

ცნობის გაცემის თარ ი ღი

 

გვარი,

სახელი

 

დაბა დების წელი

 

პირადი

 

მისამართი

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8