განჩინება - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8063-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110321008, 21/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლი ს   17 მარტი        

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების მმართველის გიორგი ზედელაშვილის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების საქმე.

2011 წლის 16 მარტს შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ მიუხედავად ორჯერ ჩატარებული აუქციონისა, არ მოხდა შპს ,,ჟინერის“ სამეურვეო ქონების რეალიზება. შემოსავლების სამსახურმა, როგორც კრედიტორმა, თანხმობა განაცხადა სამეურვეო ქონება მიიღოს ნატურით. განმცხადებელი მოითხოვს შპს ,,ბროსის“ კრედიტორთა კრების მოწვევას ქონების განაწილების მიზნით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ე ს შპს ,,ჟინერის“ კრედიტორთა კრება 2011 წლის 30 მარტს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №21 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე               ე. ცისკარიძე