ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.03.2011 ძალადაკარგული 06.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.129.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110321012, 23/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2011 წლის18 მარტი

ქ. ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 მარტის №7 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირებისა და ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებ ისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                               ი. ჭუმბურიძე

დანართი №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 3

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 4

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.

    მუხლი 5

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიწის ხარისხის მიხედვით ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰექტარ მიწაზე:

ა.ა) კარგ მიწაზე – 56 ლარი;

ა.ბ) მწირ მიწაზე – 51 ლარი.

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1 ჰექტარზე:

ბ.ა) ჩვეულებრივ სათიბებზე – 2,5 ლარი;

ბ.ბ) გაკულტურებულ სათიბებზე – 16 ლარი;

ბ.გ) ჩვეულებრივ საძოვარზე – 1,5 ლარი;

ბ.დ) გაკულტურებულ საძოვრებზე –10 ლარი.

2. ყოფილ საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა 20 ლარი.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა  3 ლარი.

    მუხლი 6

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი ა:

ა) ქ. ჭიათურის ცენტრალური ზონისათვის – 1,5;

ბ) ქ. ჭიათურის შუალედური ზონისათვის – 1,4;

გ) ქ. ჭიათურის პერიფერიული ზონისათვის – 1.3;

დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის  ტერიტორი ებისათვის – 1,3;

ე) დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – 1.4;

ვ) დასახლებათა შორის არეალებში – 1,3;

ზ)დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ში დ ასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მდებარე მიწაზე - 1.3.

    მუხლი 7

 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ზონირების მიხედვით ქონების გადასახადი ა:

ა) ქალაქ ჭიათურის ცენტრალური ზონისათვის – 0.36 ლარი;

ბ) ქალაქ ჭიათურის შუალედური ზონისათვის – 0.336 ლარი;

გ) ქალაქ ჭიათურის პერიფერიული ზონისათვის – 0.312 ლარი;

დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის  ტერიტორი ისათვის – 0.312 ლარი;

ე) დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – 0.336 ლარი;

ვ) დასახლებათა შორის არეალებში – 0.312 ლარი;

ზ)დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ში დ ასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მდებარე მიწაზე – 0.312 ლარი.

    მუხლი 8

ქონების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებულ 600 კვ.მ და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ 20 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.