უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.03.2000
ძალის დაკარგვა 01.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 05/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,145 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2000 მიღება
01.06.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №111 2000 წლის 28 მარტი ქ. თბილისი უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე კანონის მიღებამდე დამტკიცდეს „უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) და სხვა დაინტერესებულმა სამინისტრობმა და უწყებებმა 10 დღეში შეიმუშაონ „უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ“ დებულების განხორციელებისათვის საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) გამოყოს საჭირო სახსრები უცხოელთა საქართველოდან გაძევების ორგანიზების უზრუნველსაყოფად. 4. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ე. შევარდნაძე დებულება უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1. დებულება განსაზღვრავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების პირობებს „იმიგრაციის შესახებ“ და „უცხოელთა სამართ­ლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II უცხოელთა საქართველოდან გაძევების საფუძვლები 2. საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან: ა) თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის საფუძველი; ბ) თუ იგი უკანონოდ შემოვიდა ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე; გ)    თუ მისი ყოფნა საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; დ) თუ ეს აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართ­ველოში მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის; ე) თუ იგი განზრახ სისტემატურად არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თავი III უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და აღსრულების წესი 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო უწყებები და მათი შესაბამისი სამსახურები ამ დებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ვალდებულნი არიან სამ დღეში შეისწავლონ საკითხი და უცხოელის გაძევების ერთი (ან რამდენიმე) საფუძვლის არსებობის დამადას­ტურებელ მტკიცებულებებთან ერთად თავიანთი დასკვნა წარუდგინონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 4. ამ დებულების მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული საკითხის შესწავლისას და პირის ადმინისტრაციული დაკავებისას საკითხის წინასწარ განმხილველი სამსახურები სარგებლობენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობით. 5. იუსტიციის მინისტრი სამ დღეში განიხილავს წარმოდგენილ მასალებს და იღებს ერთ-ერთს შემდეგ გადაწყვეტილებათაგან: ა) გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ; ბ) გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ; გ) მასალების არასრულყოფილების შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი უბრუნებს მათ გადმომგზავნ ორგანოს. 6. ამ დებულების მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ბრძანება გამოიცემა ხუთ ცალად, რომელთაგან ერთი პირი რჩება  იუსტიციის სამინისტროში,  ერთი პირი იგზავნება საქართველოს  სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში,  დანარჩენი სამი პირი კი ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მის შესაბამის სამსახურს, რომელთაგან  ერთი პირი რჩება აღნიშნულ უწყებას ან სამსახურს, ერთი ეძლევა გასა­ძევებელ უცხოელს, ხოლო ბოლო პირი რჩება საზღვრის გადაკვეთის ადგილას. 8. უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება გამოიცემა სამ ცალად. ერთი პირი რჩება იუსტიციის სამინისტროში, ორი პირი ეგზავნება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მასალების წარმომდგენ უწყებას ან სამსახურს, რომელიც ბრძანების ერთ პირს იტოვებს, ხოლო მეორეს გადასცემს დაინტერესებულ უცხოელს. 9. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ წარმოდგენილი მასალების განხილვა და საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით წინასწარი სამუშაოების შესრულება დაავალოს სამინისტროს რომელიმე სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფს. 10. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მის შესაბამის სამსახურს. 11. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ან თანამდებობის პირი, მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა დაინ­ტერესებულ უცხოელს, მისთვის გასაგებ ენაზე, გააცნობს მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს და შესთავაზებს სამ დღეში ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია. 12. ამ დებულების მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება სათანადო ოქმი. ოქმში, აუცილებელ მონაცემებთან ერთად, აღინიშნება უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვე­ტილების გაცნობის ზუსტი დრო და ადგილი, მონაცემები მისთვის მისი კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების განმარტების თაობაზე, აგრეთვე საქართველოს დატოვების ზუსტი მარშრუტი. 13. თუ უცხოელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 14. სატრანსპორტო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან მაქსიმალურად ხელი შეუწყონ გასაძევებელ უცხოელს უმოკლეს დროში საქართველოდან გამგზავრებაში. 15. თუ უცხოელი ამ დებულების მე-11 პუნქტით დადგენილ დროში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ გასაძევებელი უცხოელის საქართველოს ყველაზე ხელსაყრელ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მიყვანას და სასაზღვრო სამსახურისათვის მის გადაცემას. 17. სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხოელის გაძევებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახუ­რებთან და საბაჟო სამსახურებთან ერთად. 18. ამ დებულების მე-15-მე-17 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელის საქართველოდან გაძევების მარშრუტისა და ტრანსპორტის სახეობა შეიძლება შეირჩეს მისი სურვილის გაუთვალისწინებლად უცხოელის უფლებებისა და კანონიერი ინტერე­სების დაცვით. 19. ამ დებულების მე-15-მე-18 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება განხორციელდეს: ა) მისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში; ბ)  იმ ქვეყანაში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; გ)  ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც თანახმაა მიიღოს იგი. 20.  ობიექტური გარემოებების გამო უცხოელის საქართველოდან იძულებით გაძევების 24 საათში განუხორციელებლობის შემთხვევაში, მისი ადმინისტრაციული დაკავების ვადა შეიძლება გაიზარდოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 21. სახელმწიფო უწყებები და ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების დროულ აღსრულებას. 22. შესაძლებლობის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სათანადო ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებს ამ დებულების მე-19  პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე სახელმწიფოს. 23. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე არა უგვიანეს სამი დღისა ეცნობება იუსტიციის სამინისტროს. 24. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმ­დებლობით.