სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.04.2000 ძალადაკარგული 04.04.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
330130000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 18/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №153

2000 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით  სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება სამშენებლო-აღდგენითი და სარემონტო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცებ ის შესახებ. აქედან გამომდინარე:

1. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოთა მოცულობის ზუსტად აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში სამშენებლო სფეროდან დამატებითი შემოსავლის რეალური წყაროების განსაზღვრის მიზნით აიკრძალოს სამშენებლო, აღდგენით და სარემონტო სამუშაოთა შესრულება, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, მათი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დოკუმენტაციების შემუშავებამდე და დამკვეთსა და მენარდეს შორის სათანადო წესით მშენებლობის ხელშეკრულების დადებამდე.

2. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების გარეშე დაშვებულ იქნეს მხოლოდ სტიქიური მოვლენების, დივერსიული აქტების, აგრეთვე, ეთნოკონფლიქტების შედეგად დანგრეული ან დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების წარმოება აღნიშნული მოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში დოკუმენტაციის საბოლოოდ აუცილებლად შემუშავების პირობით, და აგრეთვე, იმ ობიექტებზე, სადაც შესასრულებელ სამუშაოთა საორიენტაციო ღირებულება თითოეულზე არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს.

3. ობიექტების მენარდეთა განთავსების თაობაზე კონკურსის (ტენდერის) გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი წესით შედგენის, ექსპერტიზის გავლისა და დამტკიცების შემდეგ.

4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.04.2005.
როდის იქნა მიღებული „სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ“?
„სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.04.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №153. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.05.002.000001.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.04.2005-დან.
სად არის „სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ“, №153, 15.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 330130000.05.002.000001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1246332/