საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 20.08.2004
ძალის დაკარგვა 09.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №344
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 24/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| № | თანამდებობის დასახელება |
| 1. | IV. ბუღალტერია მთავარი ბუღალტერი |
| 2. | საერთო სასამართლოების ადმინისტრირების, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსი |
| 3. | უფროსი კონსულტანტი |
| 4. | კონსულტანტი |
| 5. | საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი |
| 6. | კონსულტანტი |
| 7. | იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი თანაშემწე რეფერენტი |
| 8. | საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსი |
| 9. | უფროსი კონსულტანტი |
| 10. | საქმისმმართველობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი |
| 11. | უფროსი კონსულტანტი |
| 12. | კონსულტანტი |
| 13. | პრესმდივანი (უფროსი კონსულტანტი) |
| 14. | დამხმარე მოსამსახურე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 04.10.2007
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 25.05.2000
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
2004 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის №204 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. აპარატში იქმნება სამმართველოები, განყოფილებები და სხვა შიდა სტრუქტურული ერთეულები.
5. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
მუხლი 2🔗. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენცია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენციაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას განკუთვნილი შემდეგი საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების წარდგენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა;
გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა;
დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის შედგენა და მისი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა დასამტკიცებლად;
ე) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვა;
ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება;
თ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა;
ი) საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგინებით მიმართვა მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;
კ) სასამართლო რეფორმის საკითხებზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტისადმი წარდგინებით მიმართვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანიშნული წევრებიდან ოთხი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით;
გ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის განაწილებას;
ვ) ორგანიზებას უწევს სხდომის მასალების საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;
ზ) ორგანიზებას უწევს საქმის წარმოებასა და აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობას;
თ) ორგანიზებას უწევს საბჭოს რეგლამენტისა და საბჭოს შენობაში წესრიგის დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დაგზავნას;
კ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;
ლ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;
მ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველო;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ბუღალტერია.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურულ დაწესებულებას წარმოადგენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.
მუხლი 5🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველო
1. საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საკადრო აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს მოხელეთა შრომით წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს;
გ) ადგენს მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;
დ) აფორმებს თანამდებობაზე გამწესებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;
ე) შეიმუშავებს და ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
ვ) უზრუნველყოფს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვას;
ზ) უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვას, ატესტაციის ორგანიზებასა და მოწყობას;
თ) ამზადებს და აფორმებს ბრძანებებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
კ) შეისწავლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობის წესსა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამზადებს შესაბამის პროექტებს მათ გადასაწყვეტად.
2. საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველოში იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის განყოფილება და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის განყოფილება.
მუხლი 6🔗. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
1. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
ბ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
გ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტების პროექტებს;
დ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე; შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ე) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას;
ვ) განაზოგადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკას.
2. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო შედგება სამი განყოფილებისაგან: საქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილება; სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილება; ადმინისტრაციული სამართლის და სხვა კატეგორიის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილება.
3. აუცილებლობის შემთხვევაში სამმართველოს მოხელეს შეიძლება დაევალოს სხვა კატეგორიის საქმეზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება.
მუხლი 7🔗. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ამზადებს საკითხებს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვის შესახებ და მოპოვებულ ფაქტობრივ და ანალიტიკურ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ბ) შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს და ამზადებს წინადადებებს სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან;
დ) ორგანიზებას უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარებასა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებას;
ე) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებასა და საბჭოს საკადრო უზრუნველყოფას;
ვ) ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს; დადგენილი წესით განკარგავს და აღრიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებსა და საბჭოსათვის მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს; უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის დაცვას, მოვლა-პატრონობასა და სწორ ექსპლოატაციას, შენობაში სანიტარიული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, კავშირგაბმულობის, ელექტროობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;
ზ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: საერთო სასამართლოების ადმინისტრირების, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება; საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი; საფინანსო-სამეურნეო განყოფილება; საქმისმმართველობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება.
მუხლი 8🔗. ბუღალტერია
ბუღალტერია თავის საქმიანობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
ა) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლოების ბიუჯეტის შედგენის (დაგეგმვის), მიღების, განხილვის, შესრულებისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთო სასამართლოთა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და სასამართლოთა შენობების მდგომარეობის (პროექტების) საკითხებზე;
გ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, სასამართლოების მიერ ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემას, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სტატისტიკური მასალების გამოქვეყნებას;
ე) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე მოსამართლეთა სოციალური დაცვის სხვა უფლებამოსილებებს.
2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობის წესი, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
დანართი №2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
საშტატო ერთეულის რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს %
I. საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
60
2.
საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის განყოფილების უფროსი
1
55
3.
უფროსი კონსულტანტი
1
45
4.
კონსულტანტი
1
40
5.
სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი
1
55
6.
უფროსი კონსულტანტი
1
45
7.
კონსულტანტი
1
40
ს უ ლ
7
II. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
60
2.
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილების უფროსი
1
55
3.
კონსულტანტი
2
40
4.
სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილების უფროსი
1
55
5.
კონსულტანტი
2
40
6.
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილების უფროსი
1
55
7.
კონსულტანტი
2
40
ს უ ლ
10
III. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
60
2.
საერთო სასამართლოების ადმინისტრირების, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსი
1
55
3.
უფროსი კონსულტანტი
1
45
4.
კონსულტანტი
3
40
5.
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი
1
55
6.
კონსულტანტი
1
40
7.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი
თანაშემწე
რეფერენტი
5
3
50
35
8.
საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსი
1
55
9.
უფროსი კონსულტანტი
1
45
10.
საქმისმმართველობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
1
55
11.
უფროსი კონსულტანტი
1
45
12.
კონსულტანტი
1
40
13.
პრესმდივანი (უფროსი კონსულტანტი)
1
45
14.
დამხმარე მოსამსახურე
5
ს უ ლ
27
1.
IV. ბუღალტერია
მთავარი ბუღალტერი
1
50
ს უ ლ
1
ჯამში
45
შენიშვნა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მომსახურეებს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემათ დანამატი უცხო ენის ცოდნისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, განსაკუთრებული საქმის წარმოებისა და საკლასო ჩინისათვის (სპეციალური წოდებისათვის) თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.