საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 11.05.2003
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №202
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 16/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05.07.2004
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 26.06.2000
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №202
2003 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანდართული დებულება;
2. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს რეორგანიზაცია თანდართული დებულების შესაბამისად;
3. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები – საქართველოს სამრეწველო-საინვესტიციო ასოციაცია და ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი, მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება და შტატები განაწილდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და მისი კონტროლის ქვეშ მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს შორის;
4. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 მუხლების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულება და „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულება.
6. ეს ბრძანებულება პირველი და მე-5 მუხლების გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
7. ამ ბრძანებულების პირველი და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2003 წლის 13 მაისიდან.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის ეკონომიკურ, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკას, კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას; მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას, უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
3. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
6. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურებისათვის, თავისი ტერიტორიული ორგანოებისათვის, აგრეთვე, ეკონომიკური სუბიექტებისათვის (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების); ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა რეალიზაციის მიზნით აუცილებელია ეკონომიკის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უწყებათაშორისი და საუწყებო გადაწყვეტილებათა მიღება სამინისტროსთან შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებთან ერთობლივად ან მათთან შეთანხმებით.
7. სამინისტრო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების კოორდინაციას ახორციელებს:
ა) ინდიკატიური დაგეგმვის მეშვეობით, რომლის მიზანია სექტორული, რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური და საფინანსო კავშირურთიერთობების რეგულირება, ქვეყნის ეკონომიკური, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის რეალიზების მიზნით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისათვის წინადადებების შემუშავება და შესაბამის მიმართულებათა განსაზღვრა;
ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება – განხორციელების პროცესის ხელშეწყობისა და ორგანიზების გზით.
8. სამინისტროს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა წყაროებიდან, დადგენილი წესის შესაბამისად.
9. სამინისტროს ადგილსამყოფელია – ქ. თბილისი: 380060 კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი №28.
II. სამინისტროს ძირითადი ამოცანები
10. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ;
ბ) ერთიანი ეკონომიკური, მათ შორის: სამრეწველო, სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო წინადადებათა მომზადება, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, მათი აღსრულების კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად. საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
გ) საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების მიზნის გასატარებელი ეკონომიკური რეფორმის იმ პრინციპებისა და მოდელების შემუშავება და განხორციელება, რომელებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის ამოქმედებას, გაფართოებასა და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმას; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრა; სამრეწველო დარგების საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
დ) მრეწველობის და სამეწარმეო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი, მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია, ვაჭრობის სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვაჭრობის სფეროს საწარმოთა და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.
III. სამინისტროს ფუნქციები
11. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შესადგენად აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტების მომზადება, ინდიკატიური გეგმების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა;
გ) ეკონომიკური რეფორმების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტიურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური, სამრეწველო და სავაჭრო პროცესების სახელმწიფო რეგულირების ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა, საკუთრების ყველა ფორმის ეკონომიკური სუბიექტების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, აუცილებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შემუშავების ორგანიზება;
ეკონომიკური ხასიათის ყველა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათი სავარაუდო სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის პროგნოზირება და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;
დ) დადგენილი წესით ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, მეწარმეობის მხარდაჭერა, კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და სარეკლამო საქმიანობის რეგულირება;
ე) ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება; მონოპოლისტი საწარმოებისათვის, აგრეთვე, სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ბუნებრივი მონოპოლიებისათვის ფასებისა და ტარიფების მოგვარება, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას; კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეგულირებადი და ზღვრული ფასების შემოღება, მათი ლიბერალიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება, ფასების დინამიკის მონიტორინგი, ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების რეალიზაცია;
ვ) ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის შემუშავება და მის რეალიზაციაში მონაწილეობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას და სათანადო მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების შესრულების მონიტორინგს, მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნას, მრეწველობის მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელებას, პრიორიტეტული დარგებისა და მიმართულებების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, სამრეწველო კომპლექსის დარგობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაციას და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მისი მონაწილეობის მხარდაჭერას;
ზ) დადგენილი წესით საწარმოო ძალებისა და უმნიშვნელოვანესი ობიექტების განლაგების და ქვეყნის რეგიონების მიხედვით მსხვილი საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და ექსპერტიზა და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
თ) სახელმწიფო ქონების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, ამ გადაწყვეტილებების განზოგადება და მათი შესრულების კონტროლი; სახელმწიფო საკუთრების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება, გარდა სახელმწიფოს მიერ ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემული ობიექტების საპრივატიზებო ნუსხისა, რომელსაც ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულებთა დამტკიცება, დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ წინადადებათა მომზადება პრეზიდენტისათვის წარსადგენად; აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავება ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პრივატიზება ან სარგებლობის უფლებით გაცემა, პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დადასტურება დადგენილი წესით; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან ან სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების კონტრაგენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს დაფუძნებისას მის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს ქონებრივი შენატანის მოცულობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირისათვის დაფუძნების აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზაციასა და ჩამოწერაზე (მათ შორის ვადამდე) და აგრეთვე გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფო დაწესებულებათა (ორგანიზაციათა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის (მათ შორის ვადამდე) შესახებ; ადგილობრივ და საზღვარგარეთის საშუამავლო საკონსულატაციო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან პრივატიზების ღონისძიებათა განხორციელების საქმეში თანამშრომლობა;
ი) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი პროგრამებისა (რომლებშიც მონაწილეობს საქართველო) და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება ან შემუშავების მეთოდური ხელმძღვანელობა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე, სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა, ექსპერტიზა და საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის „ტასისის“ პროგრამების, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
კ) ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის სრულყოფის მიზნით საჭირო რეკომენდაციათა შემუშავება, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირება, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების მექანიზმების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირების სრულყოფა, საექსპორტო პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მისი ზრდის სტიმულირების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საგარეო-ეკონომიკური და საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი;
მ) ვაჭრობის სფეროში მოქმედი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდური და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადება ვაჭრობის წესებისა და ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ქვეყნის საფინანსო სისტემის (საბიუჯეტო-საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, სადაზღვევო, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის) განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ეკოლოგიური უსაფრთხოების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, გარემოს დაცვის საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის მართვის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად;
პ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების მოზიდვისა და გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფო კრედიტების გამოყენების პრიორიტეტების განსაზღვრა, უცხოეთის კრედიტების დასაქონლების წინადადებათა მომზადება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის პროგნოზირება; საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მეწარმეების ინტერესთა დაცვის ხელშეწყობა, სამამულო პროდუქციის იმიჯის ამაღლებისა და დისკრიმინაციული შეზღუდვებისაგან მისი დაცვისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის აგრარული, სამშენებლო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების დამუშავება, რეფორმების განხორციელებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, არსებული საწარმო-ეკონომიკური პრობლემების დროულად გადაწყვეტის თაობაზე წინადადებათა მომზადება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად;
ს) შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსახურების სფეროს განვითარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით; კერძო საწარმოთა და ორგანიზაციების მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საგარეო და შიდა ბაზრების შესახებ ინფორმაციის აკუმულირება და გავრცელება;
ტ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებების გეგმის მომზადება, მისი განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; კორუფციის ხელშემწყობი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა და მათი აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადება, ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მის განხორციელებაში მონაწილეობა;
უ) განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავება საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ფ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ქვეყანაში უმუშევართა და მომუშავეთა რიცხოვნობის, საშუალო თვიური ხელფასისა და ცხოვრების დონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სოციალური პოლიტიკის გატარების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობისა და სამუშაოთა კოორდინაციის მიმართულებით სათანადო წინადადებების მომზადება;
ქ) ერთიანი სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური და საინოვაციო-ტექნოლოგიური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და განხორციელება, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტულ მიმართულებათა და მათ განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) თაობაზე წინადადებების შემუშავება, მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში განსახორციელებელი სახელმწიფო დაკვეთების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად აუცილებელი საკუთრების განსახელმწიფოებრიობისა და კერძო ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციისა და მომსახურების ბაზრის გაფართოების მიზნით; სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა, უპირატესად სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებათა მიხედვით, შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის აქტიური ჩართვის ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების რესტრუქტურირების, ცალკეული მეცნიერების, სამეცნიერო ჯგუფებისა და სამეცნიერო დაწესებულებათა ეფექტიანი მუშაობის პირობების უზრუნველყოფის, კონკურენციისა და საკონკურსო საწყისების განვითარების მიზნით;
ღ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონალური სტრუქტურების მონაწილეობით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების, დეპრესიული და ნაკლებადგანვითარებული რეგიონების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება; კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკური პროფილის სამთავრობო დაწესებულებების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავების და რეალიზაციის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა; ქვეყნის სამეურნეო კომპლექსის ტერიტორიული სტრუქტურის ოპტიმიზაციის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებისა და ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ყ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სამობილიზაციო გეგმების დამუშავების ორგანიზაცია, ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენის, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციების პროექტების, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებისა და მათ სისტემატურ კორექტირებაში მონაწილეობა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო-სამობილიზაციო სამსახურებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, ეკონომიკის სფეროში ქვეყნის მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზაცია, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელება; ქვეყნის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე და „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწესებული რეჟიმის ფარგლებში, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმატებულად წარმართვისათვის, შეიარაღების, საომარი ტექნიკის, აღჭურვილობის, სურსათ-სანოვაგისა და სხვათა უზრუნველსაყოფად წარმოება-დაწესებულებებისათვის სამობილიზაციო ამოცანების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი მუშაობის მდგომარეობის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა; საგანგებო ვითარებაში და საომარ პირობებში მოსალოდნელი ეკონომიკური კავშირების დარღვევის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკის საკუთარ ნედლეულზე გადაყვანის ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვაში და საჭიროების შემთხვევაში მის პრაქტიკულ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით მოსახლეობის დაცვის მიზნით კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საინჟინრო ნაგებობებისა და საშუალებების საკმარისი მარაგის შექმნისა და ადგილობრივ სამრეწველო ობიექტებზე მათი გამოშვების დანერგვის უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიანობის დროს, ასევე საგანგებო ვითარებაში და საომარ პირობებში;
შ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნაში, სამინისტროებისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საერთაშორისო ინფორმაციულ ქსელებში ჩართვის საქმეში აქტიური მონაწილეობა და ინფორმაციულ-ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
ჩ) ეკონომიკურ, სამრეწველო და სავაჭრო საკითხებზე სამინისტროებისა და უწყებების მიერ მომზადებული ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შეთანხმება.
IV. სამინისტროს უფლება-მოვალეობები
12. სამინისტროს უფლება-მოვალეობანია:
ა) არსებული წესით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებებისაგან, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან, ეროვნული ბანკისაგან, აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებისაგან, მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისაგან, ქალაქების მერიების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან, ცალკეულ შემთხვევებში, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან (დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით შესაბამისი მოხსენებების, ინდიკატიური გეგმების, საინვესტიციო პროგრამებისა და სხვა წინადადებების შესამუშავებლად;
ბ) უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით დაამუშაოს ინდიკატური გეგმის შედგენისათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, მაჩვენებლები და ფორმები, განახორციელოს ქვეყანაში ამ სამუშაოთა ორგანიზება, მეთოდური და მეთოდოლოგიური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
გ) დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ქონების, მათ შორის უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე განთავსებული ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელება, ასევე აუქციონის ორგანიზება იურიდიული პირების (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისა) და სახელმწიფო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შემთხვევაში. რეალიზებული ქონების დადგენილი საბალანსო ღირებულების 5 პროცენტი (იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სამინისტრო) და ასევე პრივატიზების შედეგად მიღებული თანხის 5 პროცენტი რჩება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნული თანხების გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი;
ე) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით საქვეუწყებო დაწესებულებების შექმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან სპეციალისტების, დამოუკიდებელი ექსპერტების, იურიდიული და ფიზიკური პირების მოწვევა, მათ შორის, ხელშეკრულებით;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფლებამონაცვლეობის განხორციელება სახელმწიფო ქონების თაობაზე ადრე დადებულ ნასყიდობის (მათ შორის იჯარა-გამოსყიდვის), ქირავნობის და იჯარის (გარდა სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემთხვევების) ან სხვა გარიგებებში. სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების ქირავნობის, იჯარის ან სხვა ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ, შესაბამისი გადასახდელის განაკვეთს განსაზღვრავს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, რომელიც წარიმართება შესაბამის ბიუჯეტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების საჯაროობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით სამინისტრო გამოსცემს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს;
თ) დადგენილი წესით დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას ეკონომიკური სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, რომლებშიც სამუშაოდ მოიწვიოს სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სპეციალისტები (მათ შორის უცხოელები) საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით;
ი) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
კ) დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და ნებისმიერ სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;
ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოამზადოს ინფორმაცია და წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მიღებულ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დადგენილი წესით წარადგინოს დანიშნულებისამებრ;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნილების შესაბამისად, ბრძანებით დაამტკიცოს სავალდებულო ან სარეკომენდაციო დოკუმენტები და მეთოდური მითითებანი;
ნ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ო) უხელმძღვანლოს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, შეიმუშაოს და განახორციელოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა;
პ) სისტემატურად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;
ჟ) უზრუნველყოს რეგულარული ურთიერთობა მოსახლეობასთან უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
რ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ს) გამოვიდეს მხარედ სასამართლოში.
V. სამინისტროს მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
13. სამინისტრო შედგება თანამდებობის პირების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამისტროს დაქვემდებარებული სამსახურებისა და ორგანიზაციებისაგან. სამინისტრო ახორციელებს ეკონომიკის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას.
14. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. მინისტრს ჰყავს…ექვსი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
16. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი.
17. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭო (შემდგომში – სათათბირო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან: მინისტრი – სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.
18. სათათბირო საბჭოს წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.
19. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის თავისი მმართველობის სფეროში და იღებს გადაწყვეტილებებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს მუშაკთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, თანამშრომლებს;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ, დადგენილი წესით ამტკიცებს ამ ორგანიზაციების დებულებებს;
ვ) დადგენილ წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
ზ) პასუხს აგებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონით დადგენილი წესით;
თ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ამტკიცებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს.
20. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
21. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე:
ა.ა) ცვლის მინისტრს მისი არყოფნის დროს და მინისტრის დავალებით ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს. დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციური მოვალეობით განსაზღვრულ საკითხებს;
ა.ბ) ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას;
ა.გ) ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;
ბ) მინისტრის მოადგილეები – ხელმძღვანელობენ მინისტრის მიერ მათ დაქვემდებარებაში გადაცემულ სფეროს და ერთ-ერთი მათგანი ცვლის მინისტრის პირველ მოადგილეს მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე;
გ) ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები – წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას მათი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.
22. სამინისტროს სათათბირო საბჭო თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროს საკვანძო საკითხებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სტრუქტურას, სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრისა და სათათბირო საბჭოს წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. სათათბირო საბჭოს საქმისწარმოებას და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს სათათბირო საბჭოს მდივანი.
23. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;
ბ) რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;
გ) ვაჭრობის და მომსახურების რეგულირების პოლიტიკის დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) სამრეწველო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის დეპარტამენტი;
თ) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ორგანიზების დეპარტამენტი;
ი) იურიდიული დეპარტამენტი;
კ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი;
ლ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
მ) მინისტრის აპარატი;
ნ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო.
24. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია:
ა) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ინდიკატიური გეგმების პროექტების შემუშავებას, პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შერჩევასა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების ანალიტიკურ საქმიანობას, აანალიზებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და პროპორციებს, აგრეთვე აგროსექტორის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების სფეროს ფუნქციონირების შედეგებს და ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმების, ეკონომიკური მართვის კონცეფციისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში, ფასწარმოქმნის და ლიცენზირების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების წინადადებების მომზადებაში, ეკონომიკის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და მათი გამოყენების სრულყოფაში, მონაწილეობს ქვეყნის საფინანსო სისტემის (საბიუჯეტო-საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, სადაზღვევო, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის) განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, ანალიზური და პროგნოზული ინფორმაციის მომზადებაში, აანალიზებს და იკვლევს ქვეყანაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბს და სტრუქტურას, სწავლობს მის გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს და მისი ფუნქციონირების სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, შეიმუშავებს წინადადებებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და კორუფციის გამომწვევი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღების მიზნით; ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების სისტემატურ ანალიზს და მონაწილეობს მათი დაძლევის და თავიდან აცილების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში. კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საშემფასებლო საქმიანობის რეგულირებას;
ბ) რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატების ეკონომიკური სამსახურებთან ურთიერთკოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით; ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზნით; უზრუნველყოფს სახელმწიფო რეგიონული მიზნობრივი პროგრამების შეფასებასა და რეალიზაციის ხელშეწყობას; ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილებათა განხორციელების მექანიზმისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის სრულყოფის შესახებ; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან იღებს ინფორმაციას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების თაობაზე, მათ საფუძველზე აანალიზებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ამზადებს სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკურ დოკუმენტებს; შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან მიღებული მასალების საფუძველზე შეიმუშავებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებსა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმის რეგიონალურ მიმართულებებს; მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტების ძირითადი პარამეტრებისა და ცენტრალური ბიუჯეტებიდან გადასაცემი ტრანსფერტების მოცულობების განსაზღვრის მიზნით რეალური საგადასახადო ბაზის პროგნოზირების სამუშაოებში;
გ) ვაჭრობის და მომსახურების რეგულირების პოლიტიკის დეპარტამენტი შეიმუშავებს წინადადებებს და მონაწილეობს სავაჭრო და მომსახურების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, მისი განხორციელების კოორდინაციაში, ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობაში; ვაჭრობის წესებისა და ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს ორგანიზაციულ-მეთოდურ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტაციას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის, ასევე შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს; ამზადებს წინადადებებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხის შემუშავებისა და საჭიროების შემთხვევაში მასში შესაბამისი ცვლილებების შესატანად; ახორციელებს საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის აღრიცხვიანობის მდგომარეობის ანალიზს და ამზადებს წინადადებებს მის გასაუმჯობესებლად; საქონლის წარმოშობის განსაზღვრისათვის შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფოთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს „A” ფორმის წარმოშობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და მონაწილეობს მის პრაქტიკულ განხორციელებაში; საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, აანალიზებს აღებული ვალდებულებების შესრულებას; ამზადებს წინადადებებს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დებულებებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
დ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში; თანამშრომლობს საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან ევროკავშირთან, დსთ-სთან და სხვ.; მონაწილეობს სახელმწიფოთაშორისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში; აანალიზებს ქვეყნის საგადასახადო ბალანსს და ამზადებს წინადადებებს მისი გაუმჯობესებისთვის; მონაწილეობს ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა პროგნოზირებაში; შეიმუშავებს ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფის წინადადებებს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებს; ამზადებს წინადადებებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ და ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს-გაერთიანებებთან; სექტორულ სამინისტროებთან ერთად მონაწილეობს საერთაშორისო ხასიათის პროექტების შემუშავება-განხორციელებაში, თანადაფინანსებაში ქვეყნის ოპტიმალური წილის განსაზღვრაში; მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულების საკანონმდებლო პროექტების შემუშავებასა და ინსტრუქციული დოკუმენტაციის მომზადებაში;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ამზადებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ; მონაწილეობს მოლაპარაკებებში, ერთობლივი პროექტების, მათი ტექნიკური დავალების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების განხორციელების კორდინაციას და ზედამხედველობას; უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების ჰარმონიზაციას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმის განხორციელების მიზნობრივ პროგრამებთან; აანალიზებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით გათვალისწინებული ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს და წინადადებებს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროგაერთიანების დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით;
ვ) სამრეწველო პოლიტიკის დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის განვითარების ტენდენციების, სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, ერთიანი სამრეწველო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; მონაწილეობს სამრეწველო კომპლექსის წლიური და გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმების შემუშავებასა და ქვეყნის სამრეწველო განვითარების ძირითადი ინდიკატორების შესრულების ანალიტიკურ-პროგნოზული მასალების მომზადებაში. პერიოდულად აანალიზებს სამრეწველო კომპლექსის ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს; ამზადებს ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს სათანადო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს ან მონაწილეობს მრეწველობის ცალკეული დარგებისა და მსხვილი საწარმოების განვითარების პროგრამების, საინოვაციო, საინვესტიციო და რესტრუქტურიზაციის პროექტების, ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში; მონაწილეობს სამრეწველო სექტორის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მრეწველობის სახელმწიფო რეგულირების წინადადებათა მომზადებასა და განხორციელებაში; მონაწილეობს მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების, პრიორიტეტული დარგებისა და მიმართულებების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებათა და სამრეწველო საწარმოთა სატენდერო და საკონკურსო პირობების, რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, მრეწველობის სექტორში მაკროეკონომიკური გარემოს სრულყოფის და ბიზნესის მხარდაჭერის, მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლასა და მათი გადაწყვეტის შესახებ წინადადებების მომზადებაში;
ზ) სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის დეპარტამენტი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, ქვეყანაში მოსახლეობის, უმუშევართა და მომუშავეთა რიცხოვნობის, საშუალო თვიური ხელფასისა და ცხოვრების დონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებაში, ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების, შრომითი ურთიერთობების რეგულირების საკითხების, მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის, სოციალური სფეროს განვითარების პროგრამების შემუშავებაში, სოციალური პოლიტიკის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობისა და სამუშაოთა კოორდინაციის მიმართულებით წინადადებების მომზადებაში; ამზადებს წინადადებებს საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიული მართვის სრულყოფის მიმართულებით და აღნიშნული ინფრასტრუქტურის ცალკეული დარგების (განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და კურორტების, გარემოს დაცვის) განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისათვის; შეიმუშავებს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტებს საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ორგანიზებას უწევს საქართველოს პრეზიდენტისათვის მათ წარდგენას დასამტკიცებლად; მონაწილეობს სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული მოდელის შემუშავებაში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით ახორციელებს სამამულო სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიური განვითარების მდგომარეობისა და მათი პერსპექტივების შეფასებას, შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში პრივატიზაციის, აგრეთვე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობის შესახებ;
თ) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ორგანიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება; საერთაშორისო ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების საკონკურსო პირობების შემუშავება; ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმებით თუ სხვა სახით სარგებლობაში გადაცემის შესახებ შესაბამისი დებულებების პროექტების მომზადება და ამ დებულებებით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების (აქციები, წილი) პრივატიზების და განკარგვის განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია და მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა, გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფოს წილისა და აქციებისა, რომელთა აღრიცხვასა და მართვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საწარმოთა მართვის სააგენტო; საწარმოთა მართვის სააგენტოდან მოწოდებული სააღრიცხვო მონაცემების და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი და აღრიცხვა; წინადადებების მომზადება საპრივატიზებო და ასევე იმ ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ, რომელთა პრივატიზება აკრძალულია კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე წინადადებების მომზადება-განხილვა და განხორციელება; საწარმების ფინანსური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე საწარმების წმინდა მოგების განაწილების, ინვესტიციების დაბანდების, გარდაქმნის, შერწყმის, გაყოფის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ საკითხების განხილვა; საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის, ჩამოწერის, რეალიზაციის საკითხების განხილვაში მონაწილეობა, საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის თაობაზე წინადადებების განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
ი) იურიდიული დეპარტამენტის დანიშნულებაა: სამინისტროს სისტემაში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა, სამართლებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას სამართლებრივ საკითხებზე წინადადებების მომზადება, სამინისტროს სისტემაში მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სამინისტროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებათა სამართლებრივი უზრუნველყოფა. სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე სამინისტროს ინტერესების დაცვა შესაბამის ორგანოებში და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
კ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო ქონების პრივატიზებასა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება და მათი გაფორმების შემთხვევაში ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან დასადები ხელშეკრულებების ფორმების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს ქვეყანაში ეკონომიკური, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას და მისი ფორმირების ხელშეწყობას; სამინისტროს ინფორმაციულ უზრუნველყოფას, მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადებას, სამინისტროში მიმდინარე პროცესების და გაწეული სამუშაოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობას;
მ) მინისტრის აპარატი საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ახორციელებს სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებას და მოძრაობას, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრის დავალებების, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლს; ორგანიზებას უკეთებს სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვას; ასრულებს მინისტრის კერძო დავალებებს; უზრუნველყოფს სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და სხვა მისიების მიღების საორგანიზაციო საკითხებს, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციას; კოორდინაციას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის შემუშავებას, საკადრო საკითხების რეგულირებას, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმართვას, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების კუთვნილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვას და ახორციელებს მათი საქმიანობის საფინანსო კონტროლს დადგენილი წესით; უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნას;
ნ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო ორგანიზებას უწევს სამობილიზაციო გეგმების დამუშავებას, ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენას, მონაწილეობს საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციების დაპროექტებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; მეთოდურ დახმარებას უწევს საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო-სამობილიზაციო სამსახურებს, ეკონომიკის სფეროში ქვეყნის მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზებას, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელებას; ქვეყნის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მონაწილეობს, საომარი მოქმედებების წარმატებულად წარმართვისათვის, შეიარაღების, საომარი ტექნიკის, აღჭურვილობის, სურსათ-სანოვაგისა და სხვათა უზრუნველსაყოფად წარმოება-დაწესებულებისათვის სამობილიზაციო ამოცანების განსაზღვრასა და მათი მუშაობის მდგომარეობის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის პროცესში, საგანგებო ვითარებაში და საომარ პირობებში მოსალოდნელი ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობის დარღვევის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის საკუთარ ნედლეულზე გადაყვანის ღონისძიებების წინასწარ დაგეგმასა და საჭიროების შემთხვევაში მის პრაქტიკულ განხორციელებაში; შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით მონაწილეობს მოსახლეობის დაცვის მიზნით კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საინჟინრო ნაგებობებისა და საშუალებების საკმარისი მარაგის შექმნასა და ადგილობრივ სამრეწველო ობიექტებზე მათი გამოშვების დანერგვაში როგორც მშვიდობიანობის დროს, ისე საგანგებო ვითარებაში და საომარ პირობებში.
VI. სამინისტროს ქონება
25. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე, დონორი ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ გადმოცემული გრანტები, რომლებიც აისახება სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე.
VII. დასკვნითი დებულებები
26. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
27. სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
VIII. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები
28. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ბ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია;
გ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური.
IX. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
29. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
ბ) მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განხორციელების რგოლი;
გ) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;
დ) საწარმოთა მართვის სააგენტო;
ე) საქართველოს ეროვნული საინოვაციო სამსახური – „საქინოვაცია”;
ვ) მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი („მეტსი”);
ზ) ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.