„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.118.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110322031, 30/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16              

2011 წლის  18 მარტი

ქ. ონი

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შე ს ახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №02 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი, 11/02/2011) შევიდეს შემდ ეგ ი სახის ცვლილებები:

ა)  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად“;

ბ) დადგენილების დანართის პიველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:

,,1.ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImgXILXCXK

ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) Img – არის ქ.ონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განსა ზ ღვრულია 0.28-ის ოდენობით;

გ) Itl – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც იცვლება 0.9-დან 1.1-მდე. (ქ.ონისათვის აღნიშნული ინდექსი განისაზღვ რ ოს 1.0-ის ოდენობით;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს (K განისაზღვრება შესაბამის ი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და აღებულია 74.4-ის ოდენობით)

შენიშვნა:

ვინაიდან ქ.ონის მოსახლეობა არ აღემატება 10 000 კაცს. ქალაქის ტერიტორიაზე არ არის რეკომენდირებული ზონირება, შესაბამისად Itl უდრის 1-ს.”;

ბ) დადგენილების დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ( ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის საზღვარი) (შ-16), გუფთა-ონის გზა (შ-25) და საგლოლო-ჭიორა-ღების (შ-121)) 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი და ამავე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა–0.25 ლარი.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          შ. ჯაფარიძე