„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2011 ძალადაკარგული 27.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.118.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110211, 11/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №02      

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად

1. განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა დანართი №1-ის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის №03 დადგენილება ,,ონის მუნიციუპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ”.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  შ. ჯაფარიძე

დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImgXItlCXK

ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) Img – არის ქ.ონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;

გ) Itl – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც იცვლება 0.9-დან 1.1-მდე. (ქ.ონისათვის აღნიშნული ინდექსი განისაზღვროს 1.0-ის ოდენობით.);

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს (K –  განისაზღვრება შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და აღებულია 74.4-ის ოდენობით);

შენიშვნა:

ვინაიდან ქ.ონის მოსახლეობა არ აღემატება 10 000 კაცს. ქალაქის ტერიტორიაზე არ არის რეკომენდებული ზონირება, შესაბამისად Itl უდრის 1-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5.0 ლარით და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე –0.5 ლარით.

3. ონის მუნიციპალიტეტში არსებულ დასახლებებში (სოფლები) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებარი არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 50%-ით და შესაბამისად შეადგენს:

ა) ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი.

4. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 25%-ით და შესაბამისად შეადგენს:

ა) ნორმატიული ფასი – 1,25 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.13 ლარი.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (საგლოლო-ჭიორა-ღების და გუფთა-ონის გზა) 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი და ამავე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი.