⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2011
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110322038, 22/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 952 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2011 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 – მიუღებელი 2 – საშუალოზე დაბალი
კატეგორია რაოდენობა
პრაქტიკის ხელმძღვანელის  ხელმოწერა: თარიღი:
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 57.0pt 45.1pt 57.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №43 2011 წლის 22 მარტი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის თანდართული წესი. 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის პირობებს. მუხლი 2🔗 პრაქტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფისათვის ხელშეწყობა. მუხლი 3🔗 საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით ფორმდება შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. თავი II პრაქტიკაზე მიღება მუხლი 4🔗 საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაგისტრატურის სტუდენტს ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს. მუხლი 5🔗 1. პრაქტიკაზე კონკურსის წესით მიღების თაობაზე სტუდენტებს ეცნობებათ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით. 2. პრაქტიკანტთა ლიმიტი ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის მიერ. მუხლი 6🔗 პრაქტიკანტთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მეორე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. მუხლი 7🔗 1. კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებისა და პროგრამის თაობაზე პრაქტიკის გავლის მსურველებს ეცნობებათ წინასწარ, ტესტირებამდე გონივრულ ვადაში. 2. კონკურსის მეორე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება პრაქტიკანტობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულების ბარიერს). 3. პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას ატარებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან/და მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და პროკურატურის მუშაკები. მუხლი 8🔗 პრაქტიკანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შესაბამისი თეორიული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პროკურატურის ორგანოებში. თავი III პრაქტიკის გავლის ვადა, პირობები და პროგრამა მუხლი 9🔗 1. თითოეულ პრაქტიკანტს, შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განესაზღვრება პრაქტიკის გავლის ვადა (არა უმეტეს 3 თვისა) და პროგრამა. 2. თითოეულ პრაქტიკანტს განესაზღვრება პრაქტიკის ხელმძღვანელი. მუხლი 10🔗 1. პრაქტიკანტს უფლება აქვს: ა) პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ დაესწროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებებისა და ღონისძიებების ჩატარებას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს პრაქტიკის ხელმძღვანელისა ან/და პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მითითებები; ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები; გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის ან/და პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები; დ) უზრუნველყოს იმ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პრაქტიკის გავლის პროცესში და რომლის გახმაურებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გამოძიების, სახელმწიფო ბრალდებისა და მართლმსაჯულების ინტერესებს, ასევე ხელყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მუხლი 11🔗 საქართველოს პროკურატურა პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. მუხლი 12🔗 პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად ან პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მეშვეობით აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის პროცესს, პრაქტიკანტს პერიოდულად აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. მუხლი 13🔗 პრაქტიკის გავლის პროცესს კოორდინაციას უწევს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკის პროგრამის შესრულება . თავი IV პრაქტიკანტთა მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება მუხლი 14🔗 1. პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ პრაქტიკის ხელმძღვანელი ახდენს თითოეული პრაქტიკანტის შეფასებას. 2. პრაქტიკანტის შეფასების პერიოდულობა და ფორმა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე. 3. გარდა მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა, პრაქტიკანტისათვის ივსება იუსტიციის სამინისტროში დადგენილი შეფასების ფორმა ( დანართი №1). მუხლი 15🔗 წარმატებული პრაქტიკანტები დაჯილდოვდებიან სერტ იფიკატებით და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის საზოგადოებრივ აქტივობებში.  დანართი №1 პრაქტიკანტის შეფასების ფორმა პრაქტიკანტის სახელი და გვარი: პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის /პროკურატურის ორგანოს დასახელება: პრაქტიკის ხელმძღვანელი: უშუალო ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც იყო პრაქტიკანტი ანგარიშვალდებული: გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შეფასებაზე: ზოგადი კომპეტენციების შეფასება 1 – მიუღებელი 2 – საშუალოზე დაბალი 3 – კომპეტენტური 4 – ძალიან კარგი 5 – აჭარბებს მოლოდინს 1 2 3 4 5 პასუხისმგებლობის გრძნობა შენიშვნა: ადაპტაციის უნარი – მოქნილობა შენიშვნა: ანალიტიკური აზროვნება შენიშვნა: დროის განაწილების და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დაცვა შენიშვნა: ორგანიზებულობის ხარისხი მოვალეობების შესრულებისას შენიშვნა: ინიციატივა შენიშვნა: დაკვირვების უნარი შენიშვნა: გუნდური მუშაობის უნარი შენიშვნა: შესრულებული სამუშაოს ხარისხი შენიშვნა: არგუმენტაციის უნარი შენიშვნა: სტატისტიკური ინფორმაცია პრაქტიკანტის საქმიანობის შესახებ კატეგორია რაოდენობა დასწრება საგამოძიებო მოქმედებებზე სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებისას მონაწილეობა დასწრება სასამართლო განხილვებზე მონაწილეობა საპროცესო დოკუმენტების შედგენაში პრაქტიკანტის ზოგადი შეფასება 1 – მიუღებელი 2 – საშუალოზე დაბალი 3 – კომპეტენტური 4 – ძალიან კარგი 5 – აჭარბებს მოლოდინს პრაქტიკის ხელმძღვანელის კომენტარი  პრაქტიკანტის საქმიანობასთან დაკავშირებით  (სავალდებულო) პრაქტიკის ხელმძღვანელის  ხელმოწერა: თარიღი: