ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№808
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.027.017299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 14 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (14)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება    №808

2022 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ


მუხლი 1
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №169 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების კვებით უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის №1 ბრძანება;

გ) „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 1 სექტემბრის №107 ბრძანება;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის №187 ბრძანება;

ბ) „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანება;

გ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის  დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №36 ბრძანება;

დ) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 21 დეკემბრის №101 ბრძანება;

ე) „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანება;

ვ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №65 ბრძანება;

ზ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის №180 ბრძანება;

თ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №304 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2022.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 09.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №808. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017299.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 14 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №808, 09.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017299 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5371666/