საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
100020000.22.027.016100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 220211, 22/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 26 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (25)

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №29

2011 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების, სპეციალური წოდების დანამატის, სასურსათო ულუფის კომპენსაციის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის №17 ბრძანება;

ბ) ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №35 ბრძანება;

გ) „სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №2190 ბრძანება;

დ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა კვების ორგანიზების თაობაზე‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ნოემბრის №354 ბრძანება;

ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვების ორგანიზების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის2007 წლის 23 თებერვლის №50 ბრძანება;

ვ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილეში, ზუგდიდის№4 საპყრობილეში და გეგუთის №8 დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ‘‘საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №724 ბრძანება;

ზ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №246 ბრძანება;

თ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №211 ბრძანება;

ი) ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №619 ბრძანება;

კ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანება;

ლ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის№357 ბრძანება;

მ) ,,იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის№1791 ბრძანება;

ნ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის№1792 ბრძანება;

ო) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 სექტემბრის№1680 ბრძანება;

პ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №1409 ბრძანება;

ჟ) ,,იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №1410 ბრძანება;

რ) ,,სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 26 აგვისტოს№950 ბრძანება;

ს) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანება;

ტ) „იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №718 ბრძანება;

უ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანება;

ფ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №722 ბრძანება;

ქ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №723 ბრძანება;

ღ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №724 ბრძანება;

ყ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №725 ბრძანება;

შ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №726 ბრძანება;

ჩ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანება;

ც) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშიშროების დამატებითი ღონისძიებების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №60 ბრძანება;

ძ) ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №364 ბრძანება;

წ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრების, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა ანგარიშგების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №252 ბრძანება;

ჭ) ,,მსჯარვდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და პატიმრის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის №407 ბრძანება.

მუხლი 2.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 21.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 100020000.22.027.016100.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 26 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №29, 21.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 100020000.22.027.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212359/