საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა კვების ორგანიზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.011.121
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №354
2007 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა კვების ორგანიზების თაობაზე
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა კვების ორგანიზების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს წარმოდგენილი დანართის სახით (დანართი №1).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა კვება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.
3. მოსამსახურის დღიური ულუფის კალორიულობა განისაზღვროს 3000-5300 (სამი ათასი – ხუთი ათას სამასი) კალორიის ფარგლებში.
4. მოსამსახურის დღიური ულუფის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 6 (ექვსი) – 9 (ცხრა) ლარით.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 8 ნოემბრიდან.
ე. ტყეშელაშვილი
დანართი №1
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა
სასურსათო იჯრა
| № | სურსათის დასახელება | დღიური ნორმა ბრუტო გრ | ენერგეტიკული ღირებულება კკალ |
| 1 | პური I ხარისხის ფქვილისაგან | 900 | 2124.0 |
| 2 | ხორბლის ფქვილი I ხარისხის | 10 | 32.8 |
| 3 | ბურღულეული (ლობიო, ბარდა, წიწიბურა) | 100 | 327.5 |
| 4 | ბრინჯი | 40 | 129.2 |
| 5 | მაკარონის ნაწარმი | 40 | 129.2 |
| 6 | ხორცი | 200 | 237.0 |
| 7 | თევზი (უთავო) | 100 | 103.0 |
| 8 | რძე (რძის ფხვნილი) | 200 (26) | 116.0 |
| 9 | არაჟანი | 50 | 103.0 |
| 10 | ხაჭო | 30 | 46.8 |
| 11 | ყველი | 30 | 78.0 |
| 12 | კვერცხი (ცალი) ) | 2 | 157.0 |
| 13 | შაქარი | 70 | 262.5 |
| 14 | კარაქი | 40 | 299.2 |
| 15 | მარგარინი და სხვა ცხიმი | 10 | 74.5 |
| 16 | მცენარეული ზეთი | 20 | 179.8 |
| 17 | კარტოფილი | 500 | 290.5 |
| 18 | კომბოსტო | 120 | 26.88 |
| 19 | ჭარხალი | 30 | 11.66 |
| 20 | სტაფილო | 45 | 7.42 |
| 21 | ხახვი | 70 | 25.2 |
| 22 | კიტრი, პომიდორი (სეზონურად) | 80 | 14.4 |
| 23 | ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალეული (სეზონურად) | 40 | 8.16 |
| 24 | მწვანილი | 20 | 6.8 |
| 25 | ნიორი | 5 | 4.4 |
| 26 | ხილის წვენი | 100 | 55.0 |
| 27 | კისელის კონცენტრატი | 20 | 24.0 |
| 28 | ხილი სხვადასხვა (სეზონურად) | 200 | 90.1 |
| 29 | ჩაი | 2 | 0 |
| 30 | ტომატ-პასტა | 20 | 15.4 |
| 31 | ძმარი | 3 | 0 |
| 32 | მარილი | 20 | 0 |
| 33 | წიწაკა, საკმაზ-სანელებლები | 0.5 | 0 |
| 34 | თაფლი | 30 | 96.9 |
| 35 | შოკოლადის ნაწარმი | 100 | 195.8 |
| 36 | კაკაოს ან ყავის კონცენტრატი | 4 | 11.2 |
| 37 | საფუარი, ჟელატინი | 0.5 | 0 |
| 38 | საკონდიტრო ნაწარმი (ჩანაცვლებით) | 200 |
|
|
| ს უ ლ |
| 5283.29 |
ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით შეცვლის ნორმა