სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.032
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №950
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ
სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკურობიდან და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კადრების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. პრაქტიკაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამსახურში მიღებულ იქნენ მაკომპრომეტირებელი საფუძვლებით სამსახურიდან დათხოვნილი პირები, ადგილი ჰქონდა ისეთი პირების სამსახურში მიღების ფაქტებსაც, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.
სასჯელაღსრულების სისტემისათვის კადრების შერჩევის მექანიზმის სრულყოფისა და სწორი საკადრო პოლიტიკის გატარების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებიდან, პროკურატურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებიდან სასჯელაღსრულების ორგანოებში სამუშაოდ გადაყვანის დროს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად:
ა) იმ პირებმა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინონ უწყების ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ გაცემული დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან;
ბ) იმ პირებმა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კატეგორიას, სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინონ უწყების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ“?
- „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ“ მიღებულია 26.08.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №950. სარეგისტრაციო კოდი — 100.110.000.11.106.006.032.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.02.2011-დან.
- სად არის „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ“, №950, 26.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.032 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56266/