საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№613
სარეგისტრაციო კოდი
100070000.22.027.017107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 35 დოკუმენტი

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (2)

საქართველოს მინისტრის ბრძანება (33)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №613

2020 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ


1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 21 დეკემბრის №398 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა სადღეღამისო კვების ნორმებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მაღაზიებში კვების პროდუქტების ასორტიმენტის განსაზღვრის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 თებერვლის №39 ბრძანება;

გ) „ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 10 იანვრის №6 ბრძანება;

დ) „ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 აგვისტოს №682 ბრძანება;

ე) „ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 აგვისტოს №681 ბრძანება;

ვ) „№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის №263 ბრძანება;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2006 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 იანვრის №63 ბრძანება;

თ) „№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 21 დეკემბრის №2343 ბრძანება;

ი) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის №2158 ბრძანება;

კ) „№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №2149 ბრძანება;

ლ) „ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის №1890 ბრძანება;

მ) „№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილებების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №1820 ბრძანება;

ნ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილის გაუქმებისა და ქ. თბილისის №1 და №5 საპყრობილეების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №1819 ბრძანება;

ო) „№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №1797 ბრძანება;

პ) „№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №1798 ბრძანება;

ჟ) „№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 12 ივლისის №1215 ბრძანება;

რ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №1194 ბრძანება;

ს) „სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამის განხორციელების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის №1111 ბრძანება;

ტ) „საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №760 ბრძანება;

უ) „საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 30 აპრილის №493 ბრძანება;

ფ) „№2 საპყრობილეში (ქ. ქუთაისი), №3 საპყრობილეში (ქ. ბათუმი), №4 საპყრობილესა (ქ. ზუგდიდი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილებების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №289 ბრძანება;

ქ) „№7 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №78 ბრძანება;

ღ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანება;

ყ) „№3 საპყრობილეში (ქ. ბათუმი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №71 ბრძანება;

შ) „№5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) №1 სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №69 ბრძანება;

ჩ) „№2 საპყრობილეში (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №70 ბრძანება;

ც) „№4 საპყრობილეში (ქ. ზუგდიდი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №72 ბრძანება;

ძ) „საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 12 ივლისის №593 ბრძანება;

წ) „საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 19 ივლისის №594 ბრძანება;

ჭ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების დოკუმენტაციის დროებითი ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანება;

ხ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 აპრილის №304 ბრძანება;

ჯ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 იანვრის №34 ბრძანება;

ჰ) „სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანება;

ჰ1) „№1 საპყრობილესა (ქ. თბილისი) და №2 საპყრობილეში (ქ. ქუთაისი) სატუსაღო განყოფილებების შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 31 მაისის №84 ბრძანება;

ჰ2) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 მარტის №31 ბრძანება;

ჰ3) „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №372 ბრძანება;

ჰ4) „სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 1 ოქტომბრის №158 ბრძანება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 21.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №613. სარეგისტრაციო კოდი — 100070000.22.027.017107.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 35 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №613, 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 100070000.22.027.017107 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4996745/