“№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.007.756
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1797
2005 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ
,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს №2 საპყრობილის საპატიმრო განყოფილება.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების გაუქმებასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.
3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).
5. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 13 ნოემბრიდან.
კ. კემულარია

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2020.
- როდის იქნა მიღებული “№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ"?
- “№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ" მიღებულია 05.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1797. სარეგისტრაციო კოდი — 100.110.000.22.027.007.756.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.09.2020-დან.
- სად არის “№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ", №1797, 05.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.007.756 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61414/