“სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2004 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№1111
სარეგისტრაციო კოდი
470.130.000.11.106.006.667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 16/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.130.000.12.106.006.667

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1111

2004 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამის განხორციელების სრულყოფის შესახებ

იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის 2004 წლის 7 მაისს დადებული სამმხრივი ხელშეკრულების ტექნიკური ოქმის 3.3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველა დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსებს დაევალოს ახლად შემოსულ სპეც. კონტინგენტზე ტუბერკულოზზე საეჭვო ავადმყოფთა გამოსავლენი დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება და კონტროლი.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულების პასუხისმგებელ მორიგე ოფიცერს დაევალოს ყოველი ახალშემოსული პატიმრის სამედიცინო პერსონალთან ოპერატიულად წარდგენა.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2020.
როდის იქნა მიღებული “სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”?
“სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ” მიღებულია 14.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1111. სარეგისტრაციო კოდი — 470.130.000.11.106.006.667.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.09.2020-დან.
სად არის “სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”, №1111, 14.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.130.000.11.106.006.667 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58504/