“ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.08.2006 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№681
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.009.065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 09/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.009.065

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №681

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა განცალკევების მიზნით, ვბრძანებ:

1. ქ. თბილისის №7 საპყრობილეში შეიქმნას სპეციალური საპატიმრო განყოფილება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2020.
როდის იქნა მიღებული “ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
“ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ" მიღებულია 09.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №681. სარეგისტრაციო კოდი — 100.070.000.22.027.009.065.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.09.2020-დან.
სად არის “ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ", №681, 09.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.009.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65926/