“№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2005 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№2343
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.007.949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 148, 21/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.949

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №2343

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების  დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ. რუსთავი).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ.კოპაძე/, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 22 დეკემბრიდან.

კ. კემულარია