ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2007 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.009.798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 10/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.009.798

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №6

2007 წლის 10 იანვარი

 ქ. თბილისი

ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განცალკევების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიქმნას მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განთავსება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე