“ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.08.2006 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№682
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.009.066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 09/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.009.066

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №682

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა განცალკევების მიზნით, ვბრძანებ:

1. ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიქმნას სპეციალური საპატიმრო განყოფილება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).

5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №367 ბრძანება ,,№6 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2020.
როდის იქნა მიღებული “ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
“ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ" მიღებულია 09.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №682. სარეგისტრაციო კოდი — 100.020.020.22.027.009.066.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.09.2020-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ", №682, 09.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.009.066 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65932/