“№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2006 ძალადაკარგული 09.08.2006
ნომერი
№367
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.008.307
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 27/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.307

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №367

2006 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია) წარმოადგინოს წინადადებები №6 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე.

3. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია), საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორცილების გზით.

4. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

5. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 20 მარტიდან.

გ. ქავთარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.08.2006.
როდის იქნა მიღებული “№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
“№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ" მიღებულია 27.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №367. სარეგისტრაციო კოდი — 100.070.000.22.027.008.307.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.08.2006-დან.
სად არის “№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ", №367, 27.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.307 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63610/