„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №206
2012 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ, 18.03.2011წ., ვებგვერდი, 110318015) ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის ჰ8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ8) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 50%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.“.
3. მე-5 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტსა და წიაღის მართვის დეპარტამენტს გააჩნიათ სტრუქტურული ერთეულები.
4. ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1 დანართის შესაბამისად.
5. წიაღის მართვის დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №2 დანართის შესაბამისად.“.
4. 61 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 66 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტოს ზოგიერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს შეიძლება ჰქონდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის სტრუქტურული ერთეული (სამსახური, სამმართველო).“
6. დანართ ი №1-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტს გააჩნია სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დადგენილი წესით თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სააგენტოს სახელით.“;
ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ასევე, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:
ა) კახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV, ჩიხი №6;
ბ) ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის და წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;
გ) შიდა ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18;
დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;
ე) სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32;
ვ) იმერეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;
ზ) გურიის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5;
თ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი;
ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს შესაძლებელია ჰქონდეთ სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და შესაბამისი ბეჭდები და შტამპები.“;
დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;“;
ე) მე-5 მუხლის მე-6 - მე-8 პუნტქები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების, საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულების (მისი არსებობისას) და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
7. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება ამ დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად.
8. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.“;
ვ) მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების (სამმართველოების) ძირითადი უფლებამოსილებები“;
ზ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის უფროსს, მის მოადგილეს, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან, სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, დეპარტამენტის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი უფლებამოსილია შესაბამისი სამმართველოს უფროსის დავალების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.“;
თ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.
7. დანართ ი№2-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის – წიაღის მართვის დეპარტამენტის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტს გააჩნია სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დადგენილი წესით თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სააგენტოს სახელით.“;
ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებებისა.“;
გ) მე-2 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის სტრუქტურა, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
1. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მეშვეობით.“;
დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზედამხედველობის სამსახურ ი ს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აღმოსავლეთის მიმართულების სამმართველო;
ბ) დასავლეთის მიმართულების სამმართველო.“;
ე) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სამმართველოებს შესაძლებელია ჰქონდეთ სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და შესაბამისი ბეჭდები და შტამპები.“;
ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;“;
ზ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.“.
8. დანართ ი №3-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აჭარის სამსახურს შესაძლებელია ჰქონდეს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და შესაბამისი ბეჭდები და შტამპები.“.
9. დანართ ი №4-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შავი ზღვის სამსახურს შესაძლებელია ჰქონდეს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და შესაბამისი ბეჭდები და შტამპები.“.
ბ) მე-4 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური