„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№189
2011 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ., ვებგვერდი 110318015) ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო):
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ს „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) აპარატი.“.
ბ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. აპარატის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებ ასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №1 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების:
ა) მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ.№18.
დ) სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ.№17ა;“.
ბ) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№58.“.
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)სააგენტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილ ო ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამო იტანოს შესაბამისი დადგენილება;“.
დ) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტოს სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები, ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს სამსახურის უფროსის დავალებით უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.
3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №2 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილ ო ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამო იტანოს შესაბამისი დადგენილება;“.
4. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №3 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი,ფიროსმანის ქ. 5.“.
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილ ო ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამო იტანოს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით და აკისრ ო ს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებ ა ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგ ი ნ ოს შესაბამის ი სარჩელ ი სასამართლოში;“.
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის სამართალდამრღვევს დადგენილი წესით აკისრებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 16 სექტემბრიდან.
ა. ხეთაგური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №189. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.025.016038.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №189, 15.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1475551/