„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№118
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.025.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110714038, 15/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება№118

2011 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ., ვებ გვერდი 110318015) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2, მე-4 და 42 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 სექტემბრა მდე.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-3 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; “.

გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემა შესაბამის პირებზე;“.

დ) „ყ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) დადგენილი წესით მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება;

შ) ხე-ტყის დამზადება;

ჩ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.“.

ე) „ჰ33“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ33)კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;“.

5. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის, ტყეკაფის მონიშვნის და გამოყოფის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს;“.

6. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ძ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;“.

გ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვ ის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;“.

7. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა,დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმ ის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ს გამოყენება ან ამ მიზნით საქმის მასალების მომზადება შესაბამის სასამართლოში გადაგზავნ ის უზრუნველყოფის მიზნით;“.

8. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზიების გაცემასთან, ასევე მერქნული რესურსის საკუთრება სა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემ ა სთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზებ ის უზრუნველყოფა;“.

9. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;“.

10. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1. ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვ ის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;“.

11. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებ ის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები(ხოლო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში)უფლებამოსილნი არიან დეპარტამენტის უფროსის დავალებით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.

12. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №1 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპურ ი დებულების (შემდგომში – ტიპიური დებულება) მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;“.

13. ტიპური დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ და „ყ2“ ქვეპუნქტები:

„ყ1) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;“.

„ყ2) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვა, ნაერთი უწყისების შედგენა და სააგენტოსთვის კვარტალში ერთხელ წარდგენა;“.

14. ტიპური დებულების მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;“.

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. ტიპიური დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სააგენტოს სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები (ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში) უფლებამოსილნი არიან გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.

16. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №2 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის დებულების:

ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;“.

ბ) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;“.

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. აჭარის სამსახურის მონიტორინ გ ის სამმართველოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური