„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№963
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.017451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №963

2024 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.027.017414) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლის და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის თანდართული წესი“.

2. წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლის და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლის და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირები), აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გარდა პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულებისა (შემდგომ – საქვეუწყებო დაწესებულება) სტაჟირების გავლის პირობებს, აგრეთვე, სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში (გარდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულებისა) პრაქტიკის გავლის პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, დაწესებულების მხარდაჭერა დამატებითი ადამიანური რესურსით, ამ დაწესებულებებში სამუშაოს შესრულებით – შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ.“;

დ) მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაჟირება – საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში/საქვეუწყებო დაწესებულებაში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;“;

ე) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 მუხლი:

მუხლი 31. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება

1. სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება.

2. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

3. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი დაწესებულების ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

4. სტაჟიორს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა.

5. შრომის ანაზღაურება სტაჟიორს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.“.

ვ) მე-4 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ანდა დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

ზ) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სტაჟიორთან ფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება, და, საჭიროებისას, გამოიცემა სტაჟიორის დანიშვნის ბრძანება.“.

მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტომ შესაბამის დაწესებულებაში 2024 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ სტაჟიორებს 2024 წლის 1 იანვრიდან განუსაზღვრონ ანაზღაურება ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სტაჟირების ვადის ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე