„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№995
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.017483
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №995

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 07.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური, სახელმწიფო შესყიდვების, ლოგისტიკის, ქონების მართვასთან დაკავშირებული და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „ვ1“  ქვეპუნქტი:

„ვ1) სამინისტროს საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური, საბუღალტრო საქმიანობის, სახელმწიფო შესყიდვების, ლოგისტიკის, ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების კოორდინაციის მიზნით, ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო ინფორმაცია ან/და მონაცემები, აგრეთვე განმარტებების მისაცემად მოიწვიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ან/და შესაბამისი სფეროს თანამშრომლები;

გ) სამინისტროს/სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური, საბუღალტრო საქმიანობის, სახელმწიფო შესყიდვების, ლოგისტიკის, ქონებისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარადგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები;“.

2. მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლოგისტიკის,  ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლოგისტიკის, ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების  დაცვას  და ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს;

გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მასთან დაკავშირებული  საპროექტო სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;

დ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის  ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკურად გამართულ მუშაობას;

ვ) ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების  ფარგლებში;

ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობას და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;

კ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში;

ლ)  შეიმუშავებს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს;

მ) ადენს შრომის უსაფრთხოებისათვის შესაძლო საფრთხეების იდენტიფიკაციას და შეიმუშავებს რეკომენდაციების მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

ნ) სამინისტროს თანამშრომლებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას და უწევს კონსულტაციებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, დაკისრებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მიხედვით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №995. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.027.017483.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №995, 26.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017483 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6134704/