“№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.007.007.550
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1215
2005 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ავჭალა, ქ. თბილისი).
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ.კოპაძე/, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.
3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (ე. ტყეშელაშვილი).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.05.2020.
- როდის იქნა მიღებული “№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"?
- “№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ" მიღებულია 12.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1215. სარეგისტრაციო კოდი — 100.020.020.22.027.007.550.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.05.2020-დან.
- სად არის “№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ", №1215, 12.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.550 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60868/