“№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.757
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1798
2005 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილება.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.
3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).
5. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 27 ოქტომბრიდან.
კ. კემულარია

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2020.
- როდის იქნა მიღებული “№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
- “№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ" მიღებულია 05.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1798. სარეგისტრაციო კოდი — 100.070.000.22.027.007.757.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.09.2020-დან.
- სად არის “№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ", №1798, 05.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.757 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61624/