“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) – დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №32.13.1324
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.04.793 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 110725041, 26.07.2011) დამტკიცებულ “ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე -2 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ’’ ქვეპუნქტი:
„წ) შინაური და გარეული ცხოველების კონტროლი და რეგულირება, მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისგან.’’;
ბ) მე -6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ბ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ზედამხედველობის დეპარტამენტი:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო -ანალიტიკური განყოფილება.
4. ოპერატიული მართვის დეპარტამენტი:
ა) სამაშველო განყოფილება;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილება;
გ) შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების განყოფილება.’’ .
ბ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 111 ცენტრალური სადისპე ტ ჩერო (განყოფილება).’’;
ბ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ისანი -სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ხუთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ერთი შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების (ასეული) ნაწილით. ’’;
ბ.დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:
„141. გუდაურის სახანძრო -სამაშველო განყოფილება (რაზმი).’’
ბ.ე) მე -17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ’’ ქვეპუნქტი:
„ვ) შინაური და გარეული ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერა, იზოლაცია, ტრანსპორტირება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფრებში, საჭიროების შემთხვევაში, მათ მიმართ სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება, ასევე მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისაგან, კერძოდ: მათი დაჭერა და დაუსახლებელ ადგილებში გაშვება.’’;
ბ.ვ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. 111 ცენტრალური სადისპე ტ ჩეროს (განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.’’;
ბ.ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:
„23. გუდაურის სახანძრო -სამაშველო განყოფილების (რაზმი) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ხანძრების ჩაქრობა;
ბ) საავარიო -სამაშველო სამუშოები ჩატარება;
გ) საგანგებო სიტუაციების დროს პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.’’;
გ) მე -7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი:
„5. გუდაურის სახანძრო -სამაშველო განყოფილების (რაზმის) უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) სააგენტოს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე -მერი) დ . ნინიძე