„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-33/ნ

2014 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.04.2009  №45 მუხ. 509) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა):
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1. დაწესებულებამ/უმაღლესმა სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულ(ებ)ის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს სამდივნო შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს 5 დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელს ეძლევა 10 დღე დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზეც მაძიებელს ეცნობება საბჭოს სამდივნოს მიერ.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს 3 თვემდე.“.

2. ბრძანების დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თერაპიული სტომატოლოგია - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 300 ვიზიტზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე  არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 5 რეზიდენტის /მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის  მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“;

გ) მე-15 პუნქტის:
გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კონკრეტული ლაბორატორიის საერთო დატვირთვა  (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 გამოკვლევას წელიწადში.“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლაბორატორიული გამოკვლვების რაოდენობა (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროგრამის ფარგლებში, პროფილის შესაბამისად, უნდა შეადგენდეს 800  გამოკვლევას წელიწადში.“;

გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ლაბორატორიის საერთო დატვირთვა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები,   მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) მიხედვით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 გამოკვლევას წელიწადში. ამასთან,  მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები,   მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით, პროგრამის ფარგლებში, უნდა შეადგენდეს:

დ1.ა) ციტოგენეტიკური გამოკვლევები (ციტოგენეტიკური გამოკვლევებისათვის სისხლის აღება და შენახვა, პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებისა და ძვლის ტვინის უჯრედების დამუშავება) – 10 გამოკვლევას წელიწადში;

დ1.ბ) მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება გენური მუტაციების შესასწავლად, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება ინფექციური აგენტების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის) - 20 გამოკვლევას წელიწადში.“.

დ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:   

„19. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სამედიცინო გენეტიკა“:

ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას;

ბ) მონოგენური დაავადებები - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

გ) მულტიფაქტორული და პოლიგენური დამემკვიდრება - 30  შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

დ) განვითარების თანდაყოლილი ანომალიები - 20  შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

ე) გენეტიკა (გენეტიკური დაავადებების მართვის და მკურნალობის პრინციპები, სამედიცინო-გენეტიკური კონსულტირება) - 200  ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

ვ) დედის და ნაყოფის მედიცინა, რეპროდუქციული გენეტიკა   - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

ზ) მოდულები: ონკოგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული სიმსივნური დაავადებები, ქირურგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული დარღვევების ქირურგიული კორექცია, უროლოგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული უროლოგიური დარღვევები,  კარდიოგენეტიკა - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,  გრძნობათა ორგანოების მოშლილობები, ნეიროგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული ნევროლოგიური დარღვევები, ფსიქიატრია - გენეტიკურად განპირობებული ფსიქიატრიული დარღვევები,  ოფთალმოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ოფთამოლოგიური დარღვევები, დერმატოლოგია - თანდაყოლილი დერმატოლოგიური დარღვევები,  ჰემატოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ჰემატოლოგიური დარღვევები -   შეფასდეს თეორიული მოდულებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.

20. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „გადაუდებელი მედიცინა“:

ა) „გადაუდებელი მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას. მისი დატვირთვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5000 ვიზიტს წელიწადში;

ბ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 500  შემთხვევას წელიწადში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2014.
როდის იქნა მიღებული „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-33/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016263.
რამდენი მუხლისგან შედგება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01-33/ნ, 05.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2364065/