„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-86/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016313
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-86/ნ

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III; 10.04.2009;  N45 მუხ.; 509) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა):
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის მიზანია, დაადასტუროს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა  სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას/სასწავლებელს განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში.“.

ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაცია შესაძლებელია, განხორციელდეს:

ა) კონკრეტული საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში;

ბ) მოდულ(ებ)ის ფარგლებში;

გ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის  ფარგლებში;

დ) სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში.“;

ბ.ბ) 11  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:

„12. სერტიფიცირებული ექიმების მზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით დადგენილი (გადამზადების) კურსის ფარგლებში განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში, გარდა საექიმო სპეციალობებისა - „საოჯახო მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“. გადამზადების აღნიშნული პროგრამების განხორციელების მიზნით დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ცალკე აკრედიტაცია.“;

ბ.გ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „32“ პუნქტი:

„32. დაწესებულება/სასწავლებელი, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს ხსენებული სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში, სულ მცირე 1 მაძიებლის მზადებას.“;

ბ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია მოიცავს სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების/ სასწავლებლების შესაძლებლობების შეფასებას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას.“.

გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებამ/სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის  ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი (დანართი 2.1);

ბ) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ სამედიცინო დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია);

გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების/ მემორანდუმის ასლი (ასლები);

დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები/ სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში;

ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის  ფლობისა და სარგებლობის შესახებ;

 ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ.“.

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);

ბ) ინფორმაცია დაწესებულებაში/სასწავლებელში განხორციელებული, სუბსპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების (გატარებული პაციენტების რაოდენობა, კვლევები, მანიპულაცია-პროცედურები და სხვ.) შესახებ, კონკრეტული რაოდენობების მითითებით;

გ) ინფორმაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადამიანური რესურსის შესახებ (პროგრამის ხელმძღვანელისა და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ავტობიოგრაფიები/CV, პედაგოგიური და  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები);

დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);

ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში;

ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის  ფლობისა და სარგებლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);

ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში).“;

ე) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია იგივე სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუადრეს 1 წლისა.“;

ვ) მე-6 მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის მათი მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას / სასწავლებელს:

ა) იმ სარეზიდენტო პროგრამის (მ.შ. მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის) ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის (კურსის) ხანგრძლივობის ვადებში;

ბ) იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია მოდულის ხანგრძლივობის ვადებში;

გ) იმ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის ხანგრძლივობის ვადებში.“;

ვ.ბ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „33“ პუნქტი:

„33. დაწესებულება/სასწავლებელი, აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველ წელს რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მიღების შესაძლებლობას.“.

ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს და პროგრამის ხელმძღვანელს ან/და ცალკეულ მოდულზე/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის/დადების შემთხვევები

1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირებთან   ხელშეკრულების შეწყვეტის/გაფორმების შემთხვევაში აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ.

2. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას  სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის სხვა ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთან, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“;

თ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია შესაბამისი სუბსპეციალობის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.“.

2. ბრძანების დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
ა) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „43“ პუნქტი:

„43. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციისას სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის საქმიანობის მოცულობა განისაზღვრება სუბსპეციალობის პროგრამის შინაარსით. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება შესაბამის სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული გამოკვლევების/მანიპულაციების რაოდენობების მიხედვით, ერთ მაძიებელზე გაანგარიშებით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის  მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა.”;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისი „61“ პუნქტი:

„61. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირზე მაძიებლების რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული რაოდენობების მიხედვით.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ხელმძღვანელი, ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები (გარდა თეორიული მოდულებისა) და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ან/და სასწავლებელში (ერთ სამედიცინო დაწესებულებასა ან/და სასწავლებელსა და მასთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებში)  მიმდინარე დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამას, მოდულს).“;

ე) 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „92“ პუნქტი:

„92. სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელი - აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი)  ან დოქტორის აკადემიური ხარისხი და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა ან არანაკლებ 2-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა; სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები - სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა და პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.“.

 

მუხლი 2
დაწესებულებები/სასწავლებლები უფლებამოსილნი არიან, დაასრულონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე სუბსპეციალობების ფარგლებში დაწყებული მზადება (ხსენებული ეხებათ იმ დაწესებულებებს/სასწავლებლებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ კონკრეტული სუბსპეციალობის პროგრამას ან რომელთაც მოპოვებული აქვთ აკრედიტაცია სუბსპეციალობის შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით).
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2014.
როდის იქნა მიღებული „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-86/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016313.
რამდენი მუხლისგან შედგება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01-86/ნ, 18.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016313 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2633583/