„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-5/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016576
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-5/ნ

2019 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.04.2009,  №45 მუხ. 509) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. №1 დანართის (რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი) პირველი მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს პროგრამის განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება/ სასწავლებელი პროგრამაში აკრედიტაციით განსაზღვრულ რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით. შერჩევის კრიტერიუმებს შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი (ქულა). სპეციალობის მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაწესებულება/სასწავლებელი უფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.“.

2. №2 დანართის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)  კურსის გავლა) პირველი მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკრეტული დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მზადება შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში მინიჭებული კვოტის ზემოთ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაწესებულებას/სასწავლებელს მოპოვებული აქვს აკრედიტაცია მომიჯნავე სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმების გადამზადების მიზნით საექიმო სპეციალობებში: „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „საოჯახო მედიცინა“). ამასთან, ზემოხსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი წესის გათვალისწინებით:

ა) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის 5 წლამდე სტაჟის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში:

ა.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-2  (2-ის ჩათვლით) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა;

ა.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 2 - 10 (3-დან 10-მდე) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50 %-ისა1;

ა.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10 და მეტი – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25 %-ისა1.

ბ) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი) მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში:

ბ.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-5  (5-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა;

ბ.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 5 - 10 (10-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 75%-ისა[1] ;

ბ.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10-20 (20-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50%-ისა1;

ბ.დ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 20-ზე მეტი – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25%-ისა1.“.


[1] მრგვალდება მთელ რიცხვამდე (მიღებული წესის თანახმად).

3. N 2.2 დანართის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა, ბირთვული მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“;

ბ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – ბირთვული მედიცინა“:

ა) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს (სასწავლებლის აფილირებული დაწესებულებას)  უნდა გააჩნდეს  ბირთვული თერაპიისთვის აუცილებელი ბოქსირებული იზოლირებული პალატა;

ბ) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით)  მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:

მანიპულაცია/საქმიანობა

რაოდენობა

1

ფარისებური ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა               

50

2

PET/CT

80

3

SPECT/CT

180

4

ბირთვული თერაპია

100

გ) გატარებული პაციენტების რაოდენობა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 150 პაციენტს (როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, ბირთვული თერაპია) წელიწადში;

დ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს - ბირთვული მედიცინის პროფილი – 80.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო