“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2006 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.008.179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 21/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.00.22.027.008.179

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №263

2006 წლის 21 თებერვალი

 ქ. თბილისი

№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი,   დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. შეიქმნას №8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №8 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა  უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).

5.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2020.
როდის იქნა მიღებული “№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"?
“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ" მიღებულია 21.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №263. სარეგისტრაციო კოდი — 100.070.000.22.027.008.179.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.09.2020-დან.
სად არის “№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ", №263, 21.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.179 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63100/