საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.165.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110325005, 29/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №2

2011 წლის 25 მარტი

ქ.საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 200-206-ე მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ქონების გადასახადი.

2. დამტკიცდეს თანდართული ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები (დანართი №1).

3. დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები (დანართი №2).

4. დამტკიცდეს თანდართული არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები (დანართი №3).

5. ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №16 დადგენილება.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

8. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. მისამართი: ფიროსმანის ქ. №4.

საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭიაურელი

დანართი №1

ქონების (გარდა მიწისა)გადასახადის განაკვეთი

1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით;

2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით;

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის განაკვეთი დადგინდეს:

ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;

ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

 

დანართი №2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების

გადასახადის განაკვეთები

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში.

2. დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული წლიური საბაზისო განაკვეთების 100%-ის ოდენობით:

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

ა.ა) სათიბები – 16 ლარი;

ა.ბ) საძოვრები – 10 ლარი;

ა.გ) გაკულტურებული სათიბები – 19 ლარი;

ა.დ) გაკულტურებული საძოვრები – 15 ლარი;

ბ) სხვა მიწებისათვის:

ბ.ა) კარგი – 79 ლარი;

ბ.ბ) მწირი – 63 ლარი.

დანართი №3

არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების

გადასახადის განაკვეთები

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები 1კვ.მეტრზე განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე თითოეული ზონის მიხედვით ამ ზონისათვის შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტის მინიჭებით და გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის საბაზისო განაკვეთის – 0,24 ლარი – გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისთვის ზონირება ემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისთვის დადგენილ ზონირებას.

3. დადგინდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

ა) ქ.საგარეჯოში:

ქ.საგარეჯოს ზონები

ტერიტორიული კოეფიციენტი

 ქონების გადასახადის განაკვეთი

ცენტრალური

1,3

0,312

შუალედური

1

0,24

პერიფერიული

0,7

0,168

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი გადასახადის განაკვეთის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 0.12 ლარს;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი გადასახადის განაკვეთის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 0.072 ლარს.