ქ. თბილისის №18 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რესპუბლიკური დაქვემდებარებიდან ქ. თბილისის დიდუბის რაიონის განათლების განყოფილების დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 06/07/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №290

2000 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის №18 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რესპუბლიკური დაქვემდებარებიდან ქ. თბილისის დიდუბის რაიონის განათლების განყოფილების დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს განათლების სამინისტროს თხოვ­ნა და ქ.თბილისის №18 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა განათლების სამინისტროს რესპუბლიკური დაქვემდებარებიდან გადაყვანილ იქნეს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის განათლების დაქვემდებარებაში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანოს სათანადო ცვლილებები.

3. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების სამი­ნისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრი­ლის №281   ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების V თავში და ინტერნატული ტიპის დაწესებულებიდან  ამოღებულ  იქნეს ქ. თბილისის №18 საშუალო სკოლა.

ე. შევარდნაძე