„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №42/ნ
2011 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი №210211 21.02.11წ.) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე ამ პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების შემოწმების შედეგად.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვ ის მიზნით ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების გათვალისწინება. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უფლებამოსილია, შეამოწმოს ცალკეულ ი პროფესიული პროგრამ ის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობა.“;
გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
,,10. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია პროფესიული პროგრამ ის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე აცნობოს ცენტრს, ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;
დ) 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება პროფესიულ პროგრამაზე ხორციელდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულის ა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე პროფესიული პროგრამ ის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობის გათვალისწინებით.“;
ე) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. რანჟირების დოკუმენტს ცენტრი ადგენს აბიტურიენტის მიერ ზოგადი უნარების ტესტში მიღებული სკალირებული ქულის მიხედვით. რანჟირების დოკუმენტში არ შედის პირი, რომელმაც ვერ დაადასტურა პროფესიული პროგრამ ის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების ფლობა.“;
ვ) 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი