თავი VI — გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას.
4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.11.2011 კანონი №5201
წინა რედაქცია (01.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას. 4. გ(ადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს რეკომენდაციები, რომლებსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია შეიმუშავებს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მონაცემების ანალიზის საფუძველზე – 08. ეს ღონისძიებები აღნიშნული უნდა იქნეს საქართველოს „წითელ წიგნში“11.2011, №5201).