თავი VI — გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები
1. საქართველოს „წითელ წიგნში“ აღწერილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების მდგომარეობა, რის საფუძველზედაც ხორციელდება გრძელვადიანი პროგნოზირება და მათი დაცვის, აღდგენითი და შენარჩუნების პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება.
2. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის, გავრცელების არეალის, გამრავლების ადგილების, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების პირობების, დაავადებების, დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის, აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.
3. საქართველოს „წითელ წიგნში“ მოცემული უნდა იყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების (ინდივიდების, ეგზემპლარების) ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და ამ სახეობათა გავრცელების არეალის ფერადი რუკები.
4. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტთან ერთად შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია.
5. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ პროექტს იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს.
6. საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის.
8. საქართველოს „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5380
- ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23
მარტის
კანონი
№507
- ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1657
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3037 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №357 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3843 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
თავი VII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღებ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3843
- 16.03.2021 კანონი №357
- 05.07.2018 კანონი №3037
- 07.12.2017 კანონი №1657
- 23.03.2017 კანონი №507
- 08.06.2016 კანონი №5380
წინა რედაქცია (01.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საქართველოს „წითელი წიგნი“ და მისი წარმოების წესი 1. საქართველოს „წითელ წიგნში“ აღწერილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების მდგომარეობა, რის საფუძველზედაც ხორციელდება გრძელვადიანი პროგნოზირება და მათი დაცვის, აღდგენითი და შენარჩუნების პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება. 2. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის, გავრცელების არეალის, გამრავლების ადგილების, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების პირობების, დაავადებების, დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის, აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ. 3. საქართველოს „წითელ წიგნში“ მოცემული უნდა იყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების (ინდივიდების, ეგზემპლარების) ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და ამ სახეობათა გავრცელების არეალის ფერადი რუკები. 4. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტთან ერთად შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია. 5. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრიცვი რესა და სოფლის მეურსნეობის დაცვის სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ პროექტს იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს აღნიშნულ პროექტს. 6. საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრიცვი რესა და სოფლის მეურსნეობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. 8. საქართველოს „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. თავი VII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)